მთელი დღით წავიდენ ექსკურსიაზე ქალაქ ვანაკაში. ეს პატარა ქალაქი ტბის პირას, ქუინსთაუნიდან ავტობუსით
დაახლოებით 1.5 საათის სავალზე.
ვანაკაში ჩასვლისთანავე, პირველ რიგში ეწვიენ ადგილობრივ დაწყებით სკოლას. დიდ სააქტო დარბაზში, სადაც მთელი სკოლა შეიკრიბა; კაპა ჰაკას, ოფიციალური სიტყვებით გამოსვლების , ახალი ზელანდიის და საქართველოს ჰიმნების შემდეგ, მოსწავლეები და ჩვენი ბიჭები უშუალო ურთიერთობაზე გადავიდნენ - წავიდა საუბრები, ავტოგრაფების დარიგება, ფოტოების გადაღება... ძალიან საყვარელი ბავშვები იყვნენ,
სკოლიდან წავიდენ ადგილობრივ სარაგბო კლუბში (Upper Clutha RFC) დაპატიჟეს ბარბექიუზე, მერე კი წაიყვანეს გუნდის ერთი ნახევარი კურდღლებზე სანადიროდ; მეორე ნახევარი - ტბაზე სათევზაოდ კატერებით მოიარეს ვანაკას ტბა, სადაც იდეაში ბევრი კალმახი და ორაგული უნდა დაეჭირათ, მაგრამ წარმატებული თევზაობა მხოლოდ ერთი კატერის გუნდს ჰქონდა: ვახო მაისურაძეს, დათო ხინჩაგიშვილს, დუდუს და ილო ზედგინიძეს (მოწმეები და ხელის მომკიდეები: ბესო აბრამიშვილი, მზია ხმალაძე, ჩვენი თარჯიმანი, ნატა კურტანიძე და კატერის მეპატრონე). ტბაზე სეირნობა ხომ თავისთავად სიამოვნება აღმოჩდა "ბორჯღალოსნებისთვის", და ბიჭები ჯერ სხვა კატერებში მსხომი ხალხის გასაგონად იძახდნენ, თევზი დავიჭირეთო; მერე კი მართლა არ წამოვიდა ორი ცალი!
კურდღლებზე ნადირობაც მაგარი სახალისო გამოდგა ბიჭებისთვი.მაგრამ მთავარი ისაა, რომ ძალიან ლამაზი დღე აჩუქეს ზელანდიელებმა.
No comments:
Post a Comment