Sep 12, 2011
14 სექტემბერს “ბორჯღალოსნები” შოტლანდიას დაუპირისპირდებიან
14 სექტემბერს, ინვერკარგილში, საქართველოს ნაკრები პირველ შეხვედრას გამართავს შოტლანდიელებთან, რომლებაც წინა შეხვედრაში არცთუ ისე სახარბიელო სხვაობით სძლიეს რუმინეთის ნაკრებს.
შესაძლოა, ამიტომაც მოხდა შოტლანდიის გუნდში ცვლილებები - ენდი რობინსონმა სასტარტო შემადგენლობაში 11 მოთამაშე შეცვალა. შოტლანდიელების განცხადებით, მათ კარგი გაკვეთილი მიიღეს რუმინეთთან თამაშში და საქრთველოსთან ტაქტიკის შეცვლას აპირებენ.მწვრთნელის აზრით, შოტლანდიის ნაკრები საქართველოსთან თამაშისას, უნდა შეეცადოს, რაც შეიძლება დიდხანს ფლობდეს ბურთს და არ გაიმეოროს რუმინეთთან დაშვებული შეცდომა - წინა შეხვედრაში, თამაშის გარკვეულ მომენტებში, ბურთს ძირითადად რუმინელები აკონტროლებდნენ.
ამ ტაქტიკით, შოტლანდია შერკინებაში ძლიერი ქართველების მთავარი კოზირის განეტირალებას შეეცდება. “პირველი შემთხვევაა, როდესაც სათადარიგო სკამზე გვყავს ხუთი ფორვარდი და ორი ბეკი: - ამბობს რობინსონი
საგულისხმოა - შოტლანდიამ კაპიტანიც შეცვალა: ნაკრებს ალასტერ კელოკის ნაცვლად რორი ლოუსონი გაუძღვება.
საქართველოს ნაკრები 11 სექტემბერიდან უკვე ინვერქარგილში განაგრძობს მატჩისთვის მზადებას. გუნდში საბრძოლო განწყობაა და , საბედნიეროდ, არ არის ტრავმები.
ნაკრების მთავარი მწვრთნელის , რიჩი დიქსონი იმედინად ელის მისი შეგირდების პირველ მატჩს: “რუმინეთმა აჩვენა, რომ მანძილი ევროპის ერთ თასის ლიდერებსა და ექვსი ერის გუნდებს შორის არცთუ ისე დიდია”
უნდა ითქვას, რომ რუმინეტი ერთგვარი რეკორდსმენია:მსოფლიო თსის გათამაშებების ფინალურ სტადიაზე ევროპის ერთა თასის არცერთ გუნდს სარაგბო ელიტის ნაკრებთან შეხვედრაში 24 ქულა არ მოუპოვებია. რუმინეთმა ეს მოახერხა.
“ბორჯღალოსნების” კაპიტანი, ირაკლი აბუსერიძე აღნიშნავს: “რუმინეთს შოტლანდიასთან მოგება შეეძლო. მათ ბოლო წუთებში ვერ მოახრეხეს დაცვაში კონცენტრაცია. ვთვლი, რომ შოტლანდიას შეგვიძლია თანაბრად ვეთამაშოთ. კარგად ვიცით, რომ არგენტინა, ინგლისი და შოტლანდია მსოფლიო კლასის გუნდებია. არ მოველოდით რუმინეთისგან ასეთი მაღალი დონის თამაშს. რუმინეთის შერკინება ძალინა კარგი იყო და, მათი შემხედვარე, ჩვენი იმედი უფრო განმტკიცდა. მოასლოდნელია, რომ შოტლანდიელები უფრო ძლიერ შემადგენლობას გამოიყვანენ და მეტად მოტივირებულები იქნებიან.
როგორც დებიუტანტებმა, 2003 წელს, თითქმის არ ვიცოდით, რას მოველოდით მსოფლიო თასისგან. მას შემდეგ, ნაკრების სათამაშო ოსტატობა გაცილებით დაიხვეწა. ამის მაგალითად 2007 წლის მსოფლიოზე, ირლანდიის წინააღმდეგ მატჩი შეგვიძლია მოვიყვანოთ. აქ მხოლოდ ოთხი ქულით დავმარცხდით, რაც თითქმის მოგების ტოლფასი იყო და ამან, ბუნებრივია, საკუთარი თავის რწმენა შეგვმატა” - ამბობს აბუსერიძე
14 სექტემბერი
ინვერკარგილი
“ბ” ჯგუფი
შოტლანდია - საქართველო
დასაწყისი 11.30 (თბილისის დროით). მატჩი ტრანსლირებული იქნება „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ პირდაპირი ეთერით
საქართველოს ნაკრები:
15. რევაზ გიგაური 14. ირაკლი მაჩხანელი13. დავით კაჭარავა12.თედო ზიბზიბაძე 11. ალექსანდრე თოდუა 10. მერაბ კვირიკაშვილი 9.ირაკლი აბუსერიძე (კაპიტანი) 1. დავით ხინჩაგიშვილი 2. ჯაბა ბრეგვაძე, 3. დავით ზირაქაშვილი 4. ლევან დათუნაშვილი, 5. ვახტანგ მაისურაძე, 6. შალვა სუთიაშვილი 7. მამუკა გორგოძე 8. დიმიტრი ბასილაია
შეცვლები: 16. ავქსენტი გიორგაძე 17. დავით ქუბრიაშვილი 18. გიორგი ჩხაიძე 19. ვიქტორ კოლელიშვილი 20. ბიძინა სამხარაძე 21. ლაშა ხმალაძე 22. მალხაზ ურჯუკაშვილი
შოტლანდიის ნაკრები:
15. რორი ლამონტი 14. მაქს ევანსი 13. ნიკ დე ლუკა 12. გრემ მორისონი 11. შონ ლამონტი 10. დენ პარკსი 9. რორი ლოუსონი (კაპიტანი) 1. ალან ჯაკობსენი 2. სკოტ ლოუსონი 3. ევან მიურეი, 4. ნათან ჰაინსი 5. ჯიმ ჰამილტონი 6. ელი სტროკოში 7. როს რენი, 8. კელი ბრაუნი
შეცვლები: 16. როს ფორდი, 17. ჯეფ კროსი, 18. ალასდერ დიკინსონი, 19. რიჩი გრეი 20. რიჩი ვერნონი, 21 . ქრის კაზიტერი, 22. კრის პატერსონი.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment