საქართველოსა და ინგლისის ნაკრებებს შორის შეხვერიდან ოთხი დღე გავიდა, თუმცა "პომების" ბანაკში ვნებათაღელვა არ ცხრება. ინგლისელთა მგეზავი, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე ჯონი ვილკინსონი აღიარებს, რომ არ არსებობს სხვა გზა, თუ არა გუნდში დისციპლინის გამტკიცება.
საქართველოს ნაკრებთან ინგლისელებმა 41:10 მოიგეს, თუმცა მატჩის მსვლელობამ და შინაარსმა, "პომების" თავკაცი მარტინ ჯონსონი ზომაზე მეტად განარისხა.
ყველაზე მეტად მან პირველ ტაიმში დაშვებეულ შეცდომებზე ინერვიულა. ინგლისელი მორაგბეები მატჩის პირველ ნახევარში თერთმეტჯერ დაჯარიმდნენ და ქართველების მგეზავს რომ არ ეყოჩაღა, კაცმა არ იცის მოვლენები როგორ განვითარდებოდა. ამჯერად "პომებს" გაუმართლათ, სხვა მეტოქეები ანალოგიურ შეცდომებს მათ არაფრით აპატიებს.
"მწარედ მახსოვს 1999 წელი. მაშინ მსოფლიოს თასის გათამაშებას მეოთხედფინალში გამოვეთიშეთ. დღემდე არ დამვიწყებია რას ვგრძნობდი, როცა ნახევარფინალურ მატჩს ტელევიზორში ვუყურე და "ნიუკასლის" წინააღმდეგ სათამაშოდ წავედი. თავს საშინლად ვგრძნობდი და ძალიან არ მინდა ეს კიდევ ერთხელ მოხდეს", - თქვა ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მარტინ ჯონსონმა.
"ზუსტად ვიცი, რა ჰქონდა ჯონსონს მხედველობაში ეს ამბავი რომ მოგვიყვა. იმ დღეს მან ჩემს წინააღმდეგ ითამაშა. კარგად მახსოვს, ეს დღე ალბათ ყველაზე წვიმიანი, ყველაზე ცივი იყო ნიუკასლის არსებობის ისტორიაში და ჩვენ მაშინ "ლესტერს" ვეთამაშეთ.
მარტინი მართალია, მსოფლიოს თასის გათამაშება სიკვდილ-სიცოცხლისთვის ბრძოლაა. აქ წამითაც არ შეიძლება მოდუნება. ეს ძალიან ძვირად შეიძლებოდა დაგვჯდომოდა საქართველოს ნაკრებთან მატჩში, მაგრამ ჩვენდა საბედნიეროდ, მათ ფეხით თამაში არ წაუვიდათ და გადავრჩით. მაგრამ ვინ იცის, რა მოხდება, თუ იგივე შეცდომებს გავიმეორებთ სხვა გუნდებთან თამაშში?
ჩვენ უბრალოდ უფლება არ გავქვს საქართველოს ნაკრებთან მატჩში დაშვებული შეცდომები გავიმეოროთ. საამისოდ კი თითოეული ჩვენთაგანის მაქსიმალურად მობილიზებაა საჭირო", - თქვა ინგლისელთა მგეზავმა ჯონი ვილკინსონმა.
გუნდში შექმნილი მდგომარეობის განსახილველად ინგლისელებმა სპეციალური კრება გამართეს, სადაც საკმაოდ მწვავე საუბარი წარმართულა. ყველამ თავისი მოსაზრება გამოთქვა, თუმცა საბოლოოდ ერთზე შეთანხმდნენ:
"მოთამაშეები მეტი პასუხისმგებლობით უნდა მიუდგენენ მოვალეობას, რომელიც მათ გუნდში აკისრიათ. ყველა მიხვდა, რომ გამოსავალი ერთია, ნაკრებში დისციპლინა უნდა დამყარდეს", - დაასკვანა ჯონიმ.
შეგახსენებთ, რომ "პომები" 24 სექტემბერს დანიდინში რუმინეთის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.
No comments:
Post a Comment