Sep 22, 2011

მორაგბეების "ზესტაფონო" მასტერტონში


ინგლისთან მატჩის შემდეგ, 19 სექტემბერს, „ბორჯღალოსნები“ აზალი ზელანდიის ჩრდილოეთ კუნძულზე - ვაირარაპას მხარეში გაემგზავრნენ.
აქ მდებარეობს ქალაქი მასტერტონი - 26 სექტემბრამდე ჩვენი ნაკრების გულითადი მასპინძელი.
„ბორჯღალოსნები“ ჯერ ველინგტონში ჩაფრინდნენ, სადაც მაორები ცეკვით მიეგებნენ; შემდეგ, ავტობუსით განაგრძეს გზა მასტერტონისკენ. ველიგტონიდან მასტერტონამდე, უღელტეხილზე განლაგებული სოფლების მკვიდრნი მოედნებზე იკრიბებოდნენ და ქართველებს ოვაციებით ხვდებოდნენ. სკოლის მოწაფეები არად აგდებდნენ წვიმასა და სიცივეს და საქართველოს დროშებით ხელში,„ბორჯღალოსნების“ ავტობუსის გამოჩენას ელოდნენ .
ვაირარაპა ფერმერთა მხარეა ჰორიზონტამდე გადაჭიმული საძოვრებითა და ვენახებით. მასტერტონი, რომელიც 20 ათას მაცხოვრებელს ითვლის, რეგიონის შუაგულში მდებაროებს. ვაირარაპას მცხოვრებნი და მასტერტონელები - მშრომელი, პრაგმატული და გულთბილი ხალხი, ჯეროვნად მოემზადა სტუმრების დასახვედრად: საგულდაგულოდ დაძებნეს ინფორმაცია საქართველოს შესახებ; შეისწავლეს ყველაფერი, რაც ჩვენზე „გუგლის“ საძიებელში იყო განთავსებული. შექმნეს ქართველი მორაგბეები მხარდამჭერთა კლუბი. ასევე - გვერდი „ფეისბუქზე“, სახელწოდებით Project Georgia – Wairarapa Welcomes Goergia National Rugby Team, რომელიც ჩვენი ნაკრების საზოგადოებრივი პროგრამის შესახებ ინფორმაციასა და ფოტოებს ავრცელებს.
მასტერტონში ჩასვლისას, „ბორჯღალოსნები“ ოფიციალურ მიღებაზე მიიწვიეს მარაეში, რაც მაორების ენაზე „შეხვედრების სახლს“ ნიშნავს.
მარაეში ქართველებს ადგილობრივმა ტომმა გაუწია მასპინძლობა. საინტერესო იყო მათი დახვედრის რიტუალი: მარაეს კართან მისულ ქართველებს წინ რამდენიმე „მზვერავი“ გამოეგება. ერთმა მათგანმა, ირაკლი აბუსერიძეს, როგორც გუნდის წინამძღოლს, გამოწვევის ნიშანი დაუგდო გზაზე.
მარაეს ეზოში, იქაურმა მოხუცებმა, ქართველების სახელით კი - მასპინძელმა მაორიმ მისალმებები გაცვალეს, რასაც მოყვა ადგილობრივი ტომის სიმღერა. ამის პასუხად, ყოფილმა მორაგბემ და „ქართული ხმების“ მომღერალმა, ჩვენი ნაკრების მატჩების წინ საქართველოს ჰიმნის უცვლელმა შემსრულებელმა გივი ჭიჭინაძემ, „ბორჯღალოსნებთან“ ერთად
„ზესტაფონო“ შემოსძახა, რასაც მაორების ოვაციები მოყვა.
მისალმებები და სიმღერები „შეხვედრის სახლშიც“ გაგრძელდა

No comments:

Post a Comment