სამდღიან შუალედში მსოფლიოს ორ ელიტარულ გუნდთან საკამოდ მძიმე მატჩების შემდეგ, საქართველოს ნაკრების მწვრთნელებმა მორაგბეები სამი დღით დაასვენეს.
გუშინ, ახალზელანდიური ტრადიციები "ბორჯღალოსნებმა" ქართულით ჩაანაცვლეს და ქალაქ გარეთ, ერთ-ერთი ფერმერის ეზოში ქართული დღე მოაწყვეს.
ყველასთვის დიდი მოულოდნელობა იყო, საქართევლოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის გიორგი ნიჟარაძის კულინარიული ნიჭი. მან დღის პირველი ნახევარი სასტუმროს სამზარეულოში გაატარა. "ქართული ხმების" მომღერლის გივი ჭიჭინაძისა და საქართველოს ნაკრების თარჯიმნის, ველინგტონში მცხოვრები მზია ხმალაძის დახმარებით, რაგბის კავშირის პრეზიდენტმა უგემრიელესი კერძები მოამზადა.
ჩვენი მასპინძლის ფერმა მასტერტონიდან 20 კილომეტრში, ულმაზესი ადგლზე მდებარეობდა. ეზოს, სადაც ქართული კულინარიის დღე გაიმართა, საკმაოდ კარაგად მოვლილი ვაზის რიგები ესაზღვრებოდა. ღონისძიებაზე, რომელზეც ჩვენი მასტერტონელი მეგობრები გვეწვივნენ, საქართველოს ნაკრების მორაგბეები ქართული ჩოხებით მოვიდნენ. "ბორჯღალოსნებს" ჩოხები ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ "სამოსელი პირველში" შეუკერა.
სტუმრებიც და მორაგბეებიც აღფრთოვნებას ვერ მალავდენ გიორგი ნიჟარაძის მიერ მომზადებული კერძებით. ჩანახმა, შქმერულმა, ჩაქაფაულმა, წიწილამ ბაჟეში, ორი სახეობის ლობიომ საყოველთაო მოწონება დაიმსახურა. ქართული სუფრა აბა რაა ხაჭაპურის გარეშე. ოქლენდში მცხოვრებმა კანდელაკების ოჯახმა, რომელიც ახალ ზელანდიაში ყველის სხვადახვა სახეოაბას აწარმოებს, მათ შორის სულგუნსაც, "ბორჯღალოსნებს" ხაჭაპურები გამოუგზავნა.
დასასრულისკენ ტრადიციულად გივი ჭიჭინაძის ბენეფისი შედგა. ტე ტანე კაი ვაიატა (კაცი, რომელიც მღერის) ახალ ზელანდიაში უკვე საკმაოდ პოპულარული გახდა. "ოტაგო დეილი ტაიმსის" გუშინდელ ნომერში რაგბის თემაზე გამოქვეყნებული სტატია, თითქმის მთლიანად ქართველ მომღერალს დაეთმო.
გივი ჭიჭიანძემ ჯერს გიორგი ნიჟარაძესთან ერთად შეასრულა გურული სიმღერა, მერე კი ქართულ ჩოხებში გამოწყობილ ნაკრების წევრებთან ართად რამდენჯერმე იმღერა, ბოლოს კი სოლო კონცერტი გამართა, რეპერტუარში როგორც ქართული, ისე იტალირი პოპულარული სიმღერები იყო.
No comments:
Post a Comment