ქართული მედიის 31 წარმომადგენელი მონაწილეობდა საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ტრადიციულ საახალწლო რეფერენდუმში, რომელმაც გამოავლინა საქართველოს 2011 წლის 10 საუკეთესო სპორტსმენი და საუკეთესო გუნდი.
რეფერენდუმი წლეულს ორმოცდამეექვსედ გაიმართა. ანკეტებში სულ დასახელებული იყო 42 სპორტსმენი - სპორტის 14 სახეობის წარმომადგენელი. საქართველოს 2011 წლის N1 სპორტსმენი გახდა საქართველოს ნაკრებისა და ფრანგული "მონპელიეს" მორაგბე მამუკა გორგოძე - 231 ქულა.
საუკეთესოთა ათეულში 195 ქულით მეორე ადგილი ერგო საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებისა და იტალიური "კანადიან სოლარის" ფორვარდს ვიქტორ სანიკიძეს. 191 ქულა მოაგროვა და მესამე ადგილზე გავიდა მშვილდოსანი ქრისტინე ესებუა - მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი და ევროპის ზამთრის გუნდურ ჩემპიონატში გამარჯვებული.
2011 წლის საუკეთესო ათეული ასე გამოიყურება:
1. მამუკა გორგოძე (რაგბი) 231
2. ვიქტორ სანიკიძე (კალათბურთი) 195
3. ქრისტინე ესებუა (მშვილდოსნობა) 191
4. რევაზ ლაშხი (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა) 138
5. დავით მარსაგიშვილი (თავისუფალი ჭიდაობა) 124
6. მანუჩარ ცხადაია (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა) 102
7. ზაზა ფაჩულია (კალათბურთი) 98
8 ნინო სალუქვაძე (ტყვიის სროლა) 77
9. ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა) 64
10. ირაკლი ცირეკიძე (ძიუდო) 53
ათეულთან ახლოს იყვნენ თორნიკე შენგელია (კალათბურთი), გია მაჭავარიანი(ძალოსნობა), მანუჩარ მარკოიშვილი (კალათბურთი), ლევან კობიაშვილი(ფეხბურთი).
წლის საუკეთესო გუნდად აღიარეს საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები, რომელმაც 2011 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალური ტურნირის ჯგუფური ეტაპი გადალახა და კონტინენტის 12 საუკეთესო გუნდს შორის მოხვდა. საუკეთესოთა შორის დასახელდნენ აგრეთვე საქართველოს მორაგბეთა (2011 წლის მსოფლიო თასის ფინალისტი), მშვილდოსან ქალთა (ევროპის 2011 წლის ზამთრის გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებული), მოჭადრაკე ქალთა(ევროპის 2011 წლის გუნდური ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი) და 19-წლამდელ ფეხბურთელთა(ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის საგზურის მფლობელი) ნაკრები გუნდები.
საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის გამოკითხვის ლაურეატები:
1964 - სლავა მეტრეველი, 1965 - ომარ ფხაკაძე, 1966 - ალექსანდრე მეტრეველი, 1967 - ზურაბ საკანდელიძე, 1968 - ვიქტორ სანეევი, 1969 - ნონა გაფრინდაშვილი, 1970 - თინათინ ლეკვეიშვილი, 1971 - ლევან თედიაშვილი, 1972 - ვიქტორ სანეევი, 1973 - ლევან თედიაშვილი, 1974 - ლევან თედიაშვილი, 1975 - ნონა გაფრინდაშვილი, 1976 - ვიქტორ სანეევი, 1977 - დავით კვაჭაძე, 1978 - მაია ჩიბურდანიძე, 1979 - თემურ ხუბულური, 1980 - ქეთევან ლოსაბერიძე, 1981 - რამაზ შენგელია, 1982 - მოჭადრაკე ქალთა ნაკრები, 1983 - თეიმურაზ აფხაზავა, 1984 - მაია ჩიბურდანიძე, 1985 - დავით გობეჯიშვილი, 1986 - მაია ჩიბურდანიძე, 1987 - ლერი ხაბელოვი, 1988 - ნინო სალუქვაძე, 1989 - არ ჩატარებულა, 1990 - დავით გობეჯიშვილი, 1991 - არ ჩატარებულა, 1992 - კახი კახიაშვილი, 1993 - კახი კახიაშვილი, 1994 - მოჭადრაკე ქალთა ნაკრები, 1995 - გიორგი ვაზაგაშვილი, 1996 - ელდარ კურტანიძე, 1997 - გიორგი კანდელაკი, 1998 - გიორგი ასანიძე, 1999 - ნინო სალუქვაძე, 2000 - გიორგი ასანიძე, 2001 - გიორგი ასანიძე, 2002 - ელდარ კურტანიძე, 2003 - ელდარ კურტანიძე, 2004 - ზურაბ ზვიადაური, 2005 - რევაზ მინდორაშვილი, 2006 - ზაზა კედელაშვილი, 2007 - რამაზ ნოზაძე, 2008 - ირაკლი ცირეკიძე, 2009 - მანუჩარ ცხადაია, 2010 - დავით ზირაქაშვილი, 2011 - მამუკა გორგოძე.
საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია
No comments:
Post a Comment