11:24 05-01-2012
მეტიც, "ბოკეს" სამწვრთნელო შტაბი დატოვა და სამშობლოში დაბრუნდა ირლანდიელი გარეთ სმოლი, რომელიც სამხრეთ აფრიკის ნაკრებში შერკინების მწვრთნელი იყო. ის ამიერდიან დაკლან კიდნისთან ერთად "სამყურებს" გაწვრთნის.
სამხრეთ აფრიკის რაგბის მამები კი ეროვნული ნაკრების მწვრთნელის დანიშვნას არ ჩქარობენ. სავარაუდოდ, ახალი მწვრთნელის ვინაობა 27 იანვარს გაცხადდება, თუმცა გამორიცხული არ არის, ამ თანამდებობაზე ისევ პიტერ დე ფილიერსი დატოვონ.
როცა "ბოკეს" მომავალ თავკაცზე საუბრობენ, ყველაზე ხშირად სამ მწვრთნელს ჯონ მიტჩელს (ლაიონზი), ჯონ პლამტრის (ნატალ შარქსი) და ალისტერ კუციას (სტორმერზი) ახსენებენ ხოლმე. ამ სამიდან თუ ერთ-ერთი მაინც არ დათანხმდა, სავარაუდოდ, სამხრეთ აფრიკის ნაკრებს უცხოელი უხელმძღვანელებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
No comments:
Post a Comment