Jan 4, 2012

ეროტიკული ვიდეო შრომისუნარიანობას ზრდის


დიდმაბრიტანელმა მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევები და დაასაბუთეს, რომ ეროტიკული ან რაიმე აგრესიული ვიდეო კლიპის ნახვა მორაგბეებს შრომისუნარიანობას უზრდის. 

გაზეთ "ტაიმსის" ცნობით, ბოლო ექსპერიმენტში 12 სპეციალისტი მონაწილეობდა. მათ დაადგინეს, რომ, როცა მორაგბეებს უჩვენეს მოკლე, ოთხწუთიანი კლიპი ეგზოტიკური ცეკვებით ან წესების გარეშე ბრძოლის ერთ-ერთი შერკინება, მათ ორგანიზმში ტესტოსტერონის შემცველობამ პიკს მიაღწია. 

გაზეთმა დასძინა, რომ ამ ექსპერიმენტის შედეგები გამოქვეყნდება ჟურნალში "ჰორმონები და მათი ქცევა". 

აღსანიშნავია, რომ წვრთნის ამ მეთოდს უკვე იყენებს რამდენიმე გუნდი. 

"რაგბი, ცხადია, საბრძოლო სპორტის სახეობაა და აგრესიული განწყობის შექმნა ძალიან მნიშვნელოვანია. მორაგბეების ნერწყვის ანალიზმა გვიჩვენა, რომ ეროტიკული და აგრესიული ვიდეო კლიპების ნახვის შემდეგ, მათ ორგანიზმში ტესტოსტერონის შემცველობა საგრძნობლად გაიზარდა. ეს კი მათი ფიზიკური კონდიციების ზრდას უწყობს ხელს." - თქვა დიდი ბრიტანეთის სპორტის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელმა სკოტ დრევერმა. 

"ტესტოსტერონი კარგი ჰორმონია. ადამიანების უმრავლესობას სწორედ ისეთი რეაქცია აქვს, როგორც ექსპერიმენტმა გვიჩვენა. ამიტომ ისინი უკეთ მუშაობენ, რადგან თავს უკეთ გრძნობენ" - თქვა ლონდონის საიმპერიო კოლეჯის მეცნიერმა ქრისტიან კუკმა. 

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ავტორი  :  ბესიკ ჯანგავაძე
http://sportall.ambebi.ge

No comments:

Post a Comment