Jan 9, 2012

გიორგაძის უიღბლო დებიუტი "ტულუზში"


09:55 09-01-2012

საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, პირვველ დივიზიონში მე-15 ტური ფატალური აღმოჩნდა საქართველოს ნაკრების შერკინების კვაჭაქვსენტი გიორგაძისთვის

მისმა "ტულუზმა", რომელიც გათამაშების ლიდერი და უმთავრესი ფავორიტია, მეტოქე გურამ კავთიძისადა ტარიელ რატიანიძის "ლიონი" დიდი ანგარიშით 51:10 დაამარცხა, მაგრამ "გლობუსა", რომელსაც გუნდის ძირითად შემადგენლობაში დებიუტი ჰქონდა, მატჩის მე-15 წუთზე მძიმედ დაშავდა. 

"მისი ტრავმა ჩვენი გუნდისთვის დიდი დარტყმაა. გიორგაძესთან დაკავშირების სერიოზული გეგმები გვქონდა. ამ პოზიციაზე სეზონის დაწყებიდანვე მუდამ პრობლემა გვექმნებოდა, როგორც ჩანს, ის ჯერ არ დამთავრებულა.. ახლა ისინი უნდა ვათამაშოთ, ვინც დაგვრჩა. გიორგაძეს სერიოზული სამედიცინო კვლევა ჩაუტარდება და იმედი გვაქვს, რომ კუნთი გაწყვეტილი არ აქვს" - თქვა "ტულუზის" მთავარმა მწვრთნლმა გი ნოვემ

ტულუზელთაგან კვლავ საუკთესო იყო მგეზავი ლიონელ ბუქსი, რომელმაც გუნდს 21 ქულა მოუტანა (ექვსი გარდასახავა და სამი საჯარიმო). კავთიძე და რატიანიძე განაცხადში არ იყვნენ. 

მამუკა გორგოძისგიორგი ჟღენტისმიხეილ ნარიაშვილისა და გოდერძი შველიძის "მონპელიემ" სტუმრად დაამარცხა ვასილ კაკოვინისდავით ხინჩაგიშვილისა და ირაკლი ნატრიაშვილის "ბრივი" - 23:9. შედეგად მონპელიელები, მიუხედავად იმისა, რომ ისევ მერვე ადგილზე არიან, საპლეიოფო ექვსეულს ამჟამად მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩებიან. 

"ბრივის" საქმე კი საკმაოდ გართულდა. ჩვენებურთა ამ გუნდმა საკუთარ მოედანზე ზედიზედ მეხუთედ წააგო და გასავარდნ ზონას დაუახლოვდა, ბრიველები მე-11 ადგილზე არიან აუტსაიდერ "ლიონს" ოთხი ქულით უსწრებენ. 

თამაში საკმაოდ საინტერესო, უშეღავათო ბრძოლაში წარიმართ. მატჩის არბიტრმა მოედნიდან ოთხი მორაგბე გაასინბინა, აქედან სამი სტუმართა გუნდიდან. პირველი, ვისაც მოედნის ათი წუთით დატოვებამ მოუწია, "მონპელიეს" ქართველი შერკინების ბურჯი გიორგი ჟღენტი იყო. ის მე-9 წუთზე გაასინბინეს და 47- წუთზე შეცვალეს. 

ძირითად შემადგენლობაში ითამაშა მამუკა გორგოძემაც, რომელმაც მოედანი 67-ე წუთზე დატოვა, კაკოვინი და ხინჩაგიშვილი მატჩში 41-ე წუთიდან ჩაერთნენ, ნარიაშვილი მოედანზე 74-ე წუთზე გამოჩნდა, ორ წუთში მას მატრიაშვილის მოჰყვა, შველიძე განაცხადში არ იყო. 

ანტონ ფეიქრიშვილის "კასტრი" სტუმრად დამარცხდა პარიზულ "სტად ფრანსესთან" - 21:38. თუმცა მიუხედავად ამისა, სატურნირო ცხრილში 40 ქულით მესამე ადგილს მაინც ინარჩუნებს. ფექირიშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 55-ე წუთზე შეცვალეს. 

ბექა შეყლაშვილის "აჟენი" შინ დამარცხდა აუტსაიდერ ბასკურ "ბიარიცთან" - 6:15. მას შემდეგ, რაც ამ გუნდს ტრავმამოშუშებული ცხრა ნომერი დიმიტრი იაშვილი დაუბრუნდა, ბასკებმა ზედიზედ ორი თამაში მოიგეს. ისევე როგორც წინა ტურის მატჩში, "იაში" ამჯერადაც საუკეთესო იყო, მის ანგარიშზე 12 ქულაა (ოთხი საჯარიმო). 

"აჟენმა" ამ მარცხის შემდეგ საპლეიოფო ექვსეული დატოვა და ახლა 36 ქულით მე-7 ადგილზეა. შეყლაშვილი განაცხადში არ იყო. 

ლიდერების, დავით ზირაქაშვილის "კლერმონისა" და დავით ქუბრიაშვილის"ტულონის" შეხევდრა გვიან ღამით დასრულდა. 

I დივიზიონიXV ტური 
აჟენი-ბიარიცი 6:15, ბაიონი-ბორდო 20:27, სტად ფრანსე-კასტრი 38:21, ტულუზი-ლიონი 51:10, ბრივი-მონპელიე 9:23, პერპინიანი-მეტრო რასინგი 14:14, კლერმონი-ტულონი (გვიან დასრულდა).
სატურნირო მდგომარეობა 1. ტულუზი - 56 ქულა, 2. კლერმონი - 46, 3. კასტრი - 40, 4. ტულონი - 39, 5. სტად ფრანსე - 39, 6. მეტრო რასინგი - 36, 7. აჟენი - 36, 8. მონპელიე - 35, 9. ბორდო - 30, 10. პერპინიანი - 27, 11. ბრივი - 24, 12. ბაიონი - 23, 13. ბიარიცი - 23, 14. ლიონი - 20. 

XVI ტური ლიონი-აჟენი, ტულონი-ბაიონი, კასტრი-ბიარიცი, ბორდო-კლერმონი, მონპელიე-სტად ფრანსე, ბრივი-პერპინიანი, მეტრო რასინგი-ტულუზი.

საშობაო არდადეგების შემდეგ მე-15 ტურის მატჩებით განახლდა მეორე დივიზონს გათააშება. აქ ლიდერი გიორგი მენაბდიშვილის "გრენობლია", რომელმაც შინ დაამარცხა "ოიონაქსი" 24:9 და სატურნირო ცხრილში პოზიცია კიდევ უფრო განიმტკიცა. 

ისევ აუტსაიდერია თედო ზიბზიბაძისალექსანდრე მარგველაშვილისა და დავით დადუნაშვილის "პერიგო", რომელმაც სტუმრად წააგო "დაქსთან" - 8:19. მარგველაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 65-ე წუთზე შეცვალეს, დადუნაშვილი თამაშში 54-ე წუთიდან ჩაერთო, ზიბზიბაძე ტრავმირებულია და არ უთამაშია. 

აუტსაიდერთა შორისაა ლევან დათუნაშვილისგიორგი ნაცარაშვილისა და კარლენ ასიშვილის "ორიაკიც", რომელმაც სტუმრად წააგო "ლა როშელთან" - 16:26. დათუნაშვილმა თავიდან ბოლომდე ითამაშა, ნაცარაშვილი მოედანზე 74-ე წუთიდან გამოჩნდა, ასეიშვილი განაცხადში არ იყო. 
მამუკა მაგრაქველიძისა და ირაკლი მირცხულავას "ტარბმა" შინ მოუგო "ალბის" - 22:19. მაგრაქველიძე მატჩში 46-ე წუთიდან ჩაერთო, მირცხულავას არ უთამაშია. 

დავით ლოსაბერიძისა და ზერო პეტრიაშვილის "პომ" საკუთარ მოედანზე დაამარცხა "ოში" - 16:3. ქართველი მორაგბეები განაცხადში არ იყვნენ. 

II დივიზიონიXV ტური 
ექსი-პერიგო 19:8, ბეზიე-კარკასონი 13:18, დაქსი-ბურგუენი 25:12, ნარბონი-მონ დე მარსანი 9:13, პო-ოში 16:3, ლა როშელი-ორიაკი 26:16, ტარბი-ალბი 22:19, გრენობლი-ოიონაქსი 24:9.
სატურნირო მდგომარეობა 1. გრენობლი - 52 ქულა, 2. დაქსი - 46, 3. მონ დე მარსანი - 43. 4. პო - 42, 5. ლა როშელი - 42, 6. კარკასონი - 41, 7. ექსი - 39, 8. ოიონაქსი - 37, 9. ალბი - 36, 10. ბურგუენი - 35, 11. ტარბი - 34, 12. ოში - 31, 13. ორიაკი - 26, 14. ნარბონი - 20, 15. ბეზიე - 18, 16. პერიგო - 14. 

XVI ტური ბეზიე-დაქსი, ალბი-ნარბონი, ოში-პერიგო, ლა როშელი-ოიონაქსი, პო-ექსი, გრენობლი-ორიაკი, ბურგუენი-კარკასონი, ტარბი-მონ დე მარსანი. 

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ქართული რაგბი - ლეგიონერები

Jan 6, 2012

ჩვენი რჩეულიც მამუკა გორგოძეა


ქართული მედიის 31 წარმომადგენელი მონაწილეობდა საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ტრადიციულ საახალწლო რეფერენდუმში, რომელმაც გამოავლინა საქართველოს 2011 წლის 10 საუკეთესო სპორტსმენი და საუკეთესო გუნდი. 

რეფერენდუმი წლეულს ორმოცდამეექვსედ გაიმართა. ანკეტებში სულ დასახელებული იყო 42 სპორტსმენი - სპორტის 14 სახეობის წარმომადგენელი. საქართველოს 2011 წლის N1 სპორტსმენი გახდა საქართველოს ნაკრებისა და ფრანგული "მონპელიეს" მორაგბე მამუკა გორგოძე - 231 ქულა. 

საუკეთესოთა ათეულში 195 ქულით მეორე ადგილი ერგო საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებისა და იტალიური "კანადიან სოლარის" ფორვარდს ვიქტორ სანიკიძეს. 191 ქულა მოაგროვა და მესამე ადგილზე გავიდა მშვილდოსანი ქრისტინე ესებუა - მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი და ევროპის ზამთრის გუნდურ ჩემპიონატში გამარჯვებული.

2011 წლის საუკეთესო ათეული ასე გამოიყურება:
1. მამუკა გორგოძე (რაგბი) 231
2. ვიქტორ სანიკიძე (კალათბურთი) 195
3. ქრისტინე ესებუა (მშვილდოსნობა) 191
4. რევაზ ლაშხი (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა) 138
5. დავით მარსაგიშვილი (თავისუფალი ჭიდაობა) 124
6. მანუჩარ ცხადაია (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა) 102
7. ზაზა ფაჩულია (კალათბურთი) 98
8 ნინო სალუქვაძე (ტყვიის სროლა) 77
9. ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა) 64
10. ირაკლი ცირეკიძე (ძიუდო) 53

ათეულთან ახლოს იყვნენ თორნიკე შენგელია (კალათბურთი), გია მაჭავარიანი(ძალოსნობა), მანუჩარ მარკოიშვილი (კალათბურთი), ლევან კობიაშვილი(ფეხბურთი).

წლის საუკეთესო გუნდად აღიარეს საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები, რომელმაც 2011 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალური ტურნირის ჯგუფური ეტაპი გადალახა და კონტინენტის 12 საუკეთესო გუნდს შორის მოხვდა. საუკეთესოთა შორის დასახელდნენ აგრეთვე საქართველოს მორაგბეთა (2011 წლის მსოფლიო თასის ფინალისტი), მშვილდოსან ქალთა (ევროპის 2011 წლის ზამთრის გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებული), მოჭადრაკე ქალთა(ევროპის 2011 წლის გუნდური ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი) და 19-წლამდელ ფეხბურთელთა(ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის საგზურის მფლობელი) ნაკრები გუნდები.

საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის გამოკითხვის ლაურეატები:
1964 - სლავა მეტრეველი, 1965 - ომარ ფხაკაძე, 1966 - ალექსანდრე მეტრეველი, 1967 - ზურაბ საკანდელიძე, 1968 - ვიქტორ სანეევი, 1969 - ნონა გაფრინდაშვილი, 1970 - თინათინ ლეკვეიშვილი, 1971 - ლევან თედიაშვილი, 1972 - ვიქტორ სანეევი, 1973 - ლევან თედიაშვილი, 1974 - ლევან თედიაშვილი, 1975 - ნონა გაფრინდაშვილი, 1976 - ვიქტორ სანეევი, 1977 - დავით კვაჭაძე, 1978 - მაია ჩიბურდანიძე, 1979 - თემურ ხუბულური, 1980 - ქეთევან ლოსაბერიძე, 1981 - რამაზ შენგელია, 1982 - მოჭადრაკე ქალთა ნაკრები, 1983 - თეიმურაზ აფხაზავა, 1984 - მაია ჩიბურდანიძე, 1985 - დავით გობეჯიშვილი, 1986 - მაია ჩიბურდანიძე, 1987 - ლერი ხაბელოვი, 1988 - ნინო სალუქვაძე, 1989 - არ ჩატარებულა, 1990 - დავით გობეჯიშვილი, 1991 - არ ჩატარებულა, 1992 - კახი კახიაშვილი, 1993 - კახი კახიაშვილი, 1994 - მოჭადრაკე ქალთა ნაკრები, 1995 - გიორგი ვაზაგაშვილი, 1996 - ელდარ კურტანიძე, 1997 - გიორგი კანდელაკი, 1998 - გიორგი ასანიძე, 1999 - ნინო სალუქვაძე, 2000 - გიორგი ასანიძე, 2001 - გიორგი ასანიძე, 2002 - ელდარ კურტანიძე, 2003 - ელდარ კურტანიძე, 2004 - ზურაბ ზვიადაური, 2005 - რევაზ მინდორაშვილი, 2006 - ზაზა კედელაშვილი, 2007 - რამაზ ნოზაძე, 2008 - ირაკლი ცირეკიძე, 2009 - მანუჩარ ცხადაია, 2010 - დავით ზირაქაშვილი, 2011 - მამუკა გორგოძე.

საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია
ქართული რაგბი - სხვადასხვა

ხუთი ლიდერი ევროპულ შესვენებამდე


საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, პირველ დივიზიონში დღეს და ხვალ მორიგი, მე-15 ტურის შეხვედრები გაიმართება. რის შემდეგაც გათამაშებაში ორკვირიანი შესვენება იქნება. ამ დროს ქართველ მორაგბეთა ფრანგული კლუბები ევროთასების გათამაშების ჯგუფური ტურნირის ბოლო ორ ტურში ითამაშებენ. 

საფრანგეთის ჩემპიონატში კი "ქართული გუნდების" უმრავლესობა ლიდერები არიან. სატურნორო ცხრილის პირველი ხუთი საფეხური სწორედ მათ უკავიათ. 

გათამაშების ლიდერი, აქვსენტი გიორგაძის "ტულუზი", რომელსაც დღესდღეობით 51 ქულა დაუგროვდა შინ ეთამაშება ერთ-ერთ აუტსაიდერს, გურამ კავთიძისა დატარიელ რატიანიძის "ლიონს". ცხადია, ამ წყვილში გამარჯვებულის ვინაობის გამოცნობა რთული არ არის. "ტულუზი" მოქმედი ჩემპიონია და არც წლეულს აპირებს ვინმეს რამე დაუთმოს. 

ლიონელებს რადიკალურად განსხვავებული პრობლემა აქვთ გადასაჭრელი. მიუხედავად იმისა, რომ გუნდი ნელ-ნელა უმატებს და ნამდვილ პირველდივიზიონელს ემსგავსება, "ლიონი" მაინც სახიფათო ზონაშია. ჩვენებურთა ამ გუნდის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ბოლო ორ ტურში მათ შესანიშნავად იასპარეზეს. ჯერ სტუმრად გაუწიეს უდიდესი წინააღმდეგობა ჩემპიონატის ერთ ფავორიტ "ტულონს". მერე კი შინ მრისხანე "კლერმონი" დააჯერეს ფრეს - 6:6. 

რაც შეხება "ტულუზს", ფრანგულ გრანდში წინა ტურში საქართველოს ნაკრების შერკინების ბურჯის, აქვსენტი გიორგაძის დებიუტი შედგა, სავარაუდოდ, ის "ლიონთან" მატჩშიც 22-კაციან განაცხადში შევა. 

მე-15 ტურის ცენტრალური მატჩი კი დავით ზირაქაშვილის "კლერმონისა" და დავით ქუბრიაშვილისკონსტანტინე მიქაუტაძისა და ლევან ჩილაჩავს "ტულონის" დაპირისპირება იქნება. თამაში "ვუკანების" სტადიონზე გაიმართება. 

შეგახსენებთ, რომ კლერმონელები ლიდერ "ტულუზს" ხუთი ქულით ჩამორჩებიან და მე-2 ადგილზე არიან. "ტულონი" კი თავის მხრივ "კლერმონს" შვიდი ქულით ჩამორჩება და მეოთხეა. 

მიუხედავად იმისა, რომ მულტიმილიონერმა მურად ბურჯელალმა ახლახან გუნდი რამდენიმე სუპერ ვარსკვლავით გააძლიერა, "ტულონმა" თამაშს უკლო და ფონს მხოლოდ ინგლისელი მგეზავის ჯონი ვილკინსონის ფეხჩუბინობის წყალობით გადის. წინა, მე-14 ტურში კი სულაც პირწმინდად დამარცხდა სტუმრად აუტსაიდერ "ბიარიცთან" - 6:25. 

"კლერმონი", სავარაუდოდ, ამჯერადაც გამარჯვებული დარჩება, მით უფრო, რომ წლეულს "ვულკანებს" საკუთარი მოედნიდან გახარებული არავინ გაუშვია. სამწუხაროდ, ისევ ვერ ითამაშებს ზირაქაშვილი, რომელმაც მხარი დაიშავა და ამჟამად მკურნალობს. ძირითად შემადგენლობაში იქნება ქუბრიაშვილი, ხოლო მიქაუტაძე და ჩილაჩავა სათადარიგო გუნდში არიან. 

"ტულონს" ერთი ქულით უსწრებს და მესამე ადგილზეა ანტონ ფეიქრიშვილის"კასტრი", რომელიც ზედიზედ მესამე სეზონია საპლეიოფო ზონაში ტრიალებს, თუმცა ფინალში გაღწევა ვერაფრით შეძლო. კასტრელებს ამის კარგი შანსი წლეულსაც აქვთ. 

ფეიქრიშვილი და კომპანია მე-15 ტურში სტუმრად ეთამაშება პარიზულ "სტად ფრანსეს", რომელმაც შარშან თავსდატეხილი ფინანსური კრიზისი წლევანდელი სეზონის წინ დაძლია და ნელ-ნელა პოზიციებს იბრუნებს. 

თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ პარიზელებს არასტაბილურობა დასჩემდათ. მაგალითად, გუნდმა, რომელიც პლეი ოფში მოსახვედრად იბრძვის, სტუმრად დიდი ანგარიშით წააგო ერთ-ერთ აუტსაიდერ "ბორდოსთან" - 6:39. ამის მიზეზი "სტად ფრანსეს" მოთამაშეთა უდისციპლინობა იყო. 

მატჩის არბიტრმა მოედნიდან ერთმანეთის მიყოლებით სამი პარიზელი გაასინბინა და გუნდს 30 წუთი კაცნაკლულს მოუწია თამაში. 

"კასტრი" კი, პირიქით, შესანიშნავად დალაგებული, კარგი დისციპლინით გამორჩეული გუნდია და შედეგსაც შესაბამისს აღწევს. ძნელი სათქმელია, ამ გუნდების დაპირისპირება როგორ დასრულდება. "სტად ფრანსემ" თუ "აიშვა", მისი შეჩერება, ფაქტობრივად შეუძლებელია. 

საპლეიოფო ექვსეულშია ბექა შეყლაშვილის "აჟენიც", რომელმაც დღეისთვის 36 ქულა დააგროვა. ჩვენებურის ეს გუნდი შინ ეთამაშება აუტსაიდერ "ბიარიცს", რომელმაც ტრავმის მოშუშების შემდეგ, ცხრა ნომრის, დიმიტრი იაშვილის დაბრუნების შემდეგ საგრძნობლად მოუმატა და შინ ფავორიტი "ტულონი" დაამარცხა. 

ბასკურ გუნდს ელიტურ, პირველ დივიზიონში ადგილის შენარჩუნების შანსი ჯერ არ დაუკარგავს და, ცხადია, ბოლომდე თავდადებით იბრძოლებს. 

შესაბამისად "აჟენს" საკმაოდ ძნელი ბრძოლოს გადატანა მოუწევს, თუმცა წარმატების შემთხვევაში ჩვენებურის გუნდი სატურნირო მდგომარეობას კიდევ უფრო გაიუმჯობესებს. 

პლეი ოფში მოხვედრისთვის იბრძვის მამუკა გორგოძისგიორგი ჟღენტისმიხეილ ნარიაშვილისა და გოდერძი შველიძის "მონპელიე", რომელიც ამჯერად სტუმრად ეთამაშება დავით ხინჩაგიშვილისვასილ კაკოვინისა და ირაკლი ნატრიაშვილის"ბრივს".

აღსანიშნავია, რომ პლეი ოფში გასვლის თეორიული შანსი ორივე გუნდს აქვს. ამასთან, წარუმატებლობის შემთხვევაში "ბრივს" ბევრად უარესი სატურნირო მდგომარეობა შეექმნება. ამიტომ, მასპინძლები უკანასკნელ ამოსუნთქვამდე იბრძოლებენ და მოღონიერებულ "მონპელიეს" იოლად არაფერს დაუთმობენ. ასევე საინტერესო იქნება ქართველი მორკინალების დაპირისპირებაც.

XV ტური აჟენი-ბიარიცი, ბაიონი-ბორდო, სტად ფრანსე-კასტრი, ტულუზი-ლიონი, ბრივი-მონპელიე, პერპინიანი-მეტრო რასინგი, კლერმონი-ტულონი. სატურნირო მდგომარეობა1. ტულუზი - 51 ქულა, 2. კლერმონი - 46, 3. კასტრი - 40, 4. ტულონი - 39, 5. აჟენი - 36, 6. მეტრო რასინგი - 34, 7. სტად ფრანსე - 34, 8. მონპელიე - 31, 9. ბორდო - 26, 10. პერპინიანი - 25, 11. ბრივი - 24, 12. ბაიონი - 22, 13. ლიონი - 20, 14. ბიარიცი - 19. 

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ქართული რაგბი - ლეგიონერები

ფილიპ სენტ-ანდრემ რაზმი გადაახალისა


საფრანგეთის ნაკრების ახალმა თავკაცმა ფილიპ სენტ-ანდრემ ექვსი ერის გათამაშებაში მონაწილე ქვეყნებიდან, პირველმა დაასახელა "ლე ბლოს" გაფართოებული, 30-კაციანი შემადგენლობა. 

ფრანგთა ახალი თავკაცი 4 თებერვალს, იტალიის ნაკრებთან სათამაშოდ 22 მორაგბეს სწორედ ამ სიიდან შეარჩევს. 

სენტ-ანდრეს ფორმაციის ნაკრებში ძალზედ ბევრია ფრანგული გრანდის, "ტულუზის" მოთამაშეები. ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა ეროვნულ გუნდში 12 მორაგბე მიავლინა. სულ კი ფრანგთა განაცხადში, მსოფლიოს თასზე მოასპარეზე 30 მორაგბედან მხოლოდ 22 მოხვდა. 

"ლე ბლოს" ახალმა თავკაცმა ეროვნულ გუნდში დააბრუნა ტულუზელი ლიონელ ბუქსი, რომელმაც ბოლოს ნაკრების კვართი 2009 წელს მოირგო. ეს მორაგბე წლეულს საფრანგეთის ჩემპიონატში შესანიშნავად ასპარეზობს და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ ეტაპზე საფრანგეთში საუკეთესოა. 

"ტულუზის" შემდეგ ნაკრებში ყველაზე მეტი მორაგბე დავით ზირაქაშვილის "კლერმონიდან" მოხვდა. "ვუკანებმა" ეროვნულ გუნდში რვა მორაგბე მიავლინეს, მათ შორის დებიუტანტი, შუამარბი ვესლი ფოფანა. 

საფრანგეთის ნაკრებიპირველი ხაზი: ვინსან დებატი (კლერმონი), ფაბიენ ბარსელ (ბიარიცი), ლუკ დუკალკონი (კასტრი), ჟან-ბატისტ პუ, ვილიამ სერვა (ორივე-ტულუზი), დიმიტრი სჟარჟევსკი (სტად ფრანსე), ნიკოლა მასი (პერპინიანი). 
მეორე ხაზი: პასკალ პაპე (სტად ფრანსე), იოან მაესტრი, რომენ მიო-შლუსკი (ორივე-ტულუზი), ჟულიენ პიერი (კლერმონი). 
მესამე ხაზი: ჟულიენ ბონერი (კლერმონი), იანიკ ნიანგა, ტიერი დუსოტუარი, ლუი პიკამოლი (ყველა-ტულუზი), იმანოლ არინორდოკი (ბიარიცი), ფულენსე უოდრაოგო (მონპელიე)
#9: მორგან პარა (კლრმონი), დიმიტრი იაშვილი (ბიარიცი)
#10: ფრანსუა ტრინ-დუკი (მონპელიე), ლიონელ ბუქსი (ტულუზი). 
#12-13: მაქსიმ მერმოსი (პერპინიანი), ორელიან რუჟერი, ვესლი ფოფანა (ორივე-კლერმონი), იან დავიდი (ტულუზი)
#11-14: მაქსიმ მედარი, ვინსენ კლერი (ორივე-ტულუზი), ალექსის პალისონი (ტულონი)
#15: ჟულიენ მალზიო (კლერმონი), კლემან პუატრენო (ტულუზი). 

ექვსი ერი 4 თებერვალი საფრანგეთი-იტალია, შოტლანდია-ინგლისი

5 თებერვალიირლანდია-უელსი

11 თებერვალიიტალია-ინგლისი, საფრანგეთი-ირლანდია

12 თებერვალი უელსი-შოტლანდია

25 თებერვალი ირლანდია-იტალია, ინგლისი-უელსი

26 თებერვალიშოტლანდია-საფრანგეთი

10 მარტი უელსი-იტალია, ირლანდია-შოტლანდია

11 მარტი საფრანგეთი-ინგლისი

17 მარტი იტალია-შოტლანდია, უელსი-საფრანგეთი, ინგლისი-ირლანდია

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
უცხოური რაგბი - 6 ერი

ლანკასტერმა ბანაკი პორტუგალიიდან ლიდსში გადმოიტანა


ინგლისის ნაკრების დროებითმა მწვრთნელმა სტიუარტ ლანკასტერმა გადაწყვიტა, პორტუგალიის საკურორტო ქალაქის ნაცვლად, ექვსი ერის გათამაშებისთვის მოსამზადებლად ეროვნული გუნდი ინგლისში, ლიდსის სარაგბო აკადემიაში შეკრიბოს.

აღსანიშნავია, რომ სეზონის დაწყების წინ ბოლო სამი წელიწადია "პომები" სწორედ პორტუგალიაში მიემგზავრებოდნენ სავარჯიშოდ. ეს ტრადიცია ლანკასტერმა წარსულის ყველა გადმონაშთთან დასამშვიდობებლად დაარღვია.

"ძალიან ბევრი მიზეზი გვაქვს საიმისოდ, რომ საწვრთნელი ბანაკი სწორედ ინგლისში გავმართოთ. დასვენებისა და გართობის დრო არ გაგვაჩნია.

ლიდსში ყველა წუთი საიმისოდ უნდა გამოვიყენოთ, რომ გუნდი ერთ მუშტად შევკრათ. დეტალურად გავაანალიზოთ მსოფლიოს თასზე თამაში.

ვნახოთ რა შეგვეშალა და რაზე გვაქვს ძალიან ბევრი სამუშაო. ლიდსში არსებული გარემო, ინფრასტრუქტურა ამის საშუალებას ნამდვლად გვაძლევს" - თქვა სტიუარტ ლანკასტერმა.

ამასთან ერთად, "პომების" დროებითმა თავკაცმა გადაწყვიტა საწვრთნელი შეკრების დროს სხვადასხვა სპორტის სახეობებში წარმატებული ინგლისელები მიიწვიოს.

ასე, მაგალითად, ლიდსში რაგბის ნაკრებს ველოსპორტის ფედერაციის მენეჯერი დეივ ბრეილსდორფი და კრიკეტის ფედერაციის მმართველი დირექტორი ჰიუ მორისი ეწვევა. ლანკასტერმა დაპატიჟა ასევე ინგლისის რაგბი ლიგის ნაკრების კაპიტანი ჯიმი პევლინი და ლიდსში განლაგებული სამხედრო ბაზის ჯარისკაცები.

ყოველივე ეს, ლანკასტერის აზრით, ინგლისის მორაგებთა ნაკრებში ერთსულოვნების ჩამოყალიბებასა და პატრიოტიზმის გაღვივებას გამოიწვევს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
უცხოური რაგბი - 6 ერი

Jan 5, 2012

Gorgodze Returns his Title



After a year vacation, Mamuka Gorgodze - the third-liner of Georgian national rugby team and French “Montpellier”, returned title of athlete of year. 
The best sportsman of 2008 and 2009 year of Georgia, gave in this title to Davit Zirakishvili and this year “Gorgodzila” became favorite of coaches, journalists and specialists. A day before, he was named as athlete of year by Ministry of Sports and Youth Affairs. Gorgodze is in France and his team is to hold match on January 31 and that’s why he could not arrive in Georgia and Vasil Abashidze manager of national rugby team was awarded with this special deed, 5 000 GEL plastic card from “Basis Bank”. Levan Vasadze veteran sportsman awarded Gorgodze with cross with Saint Giorgi’s image.
“This year we saw that rugby is special field of sport in Georgia, I believe that the same will continue in the future. The fact that Gorgodze is athlete of year is victory for whole rugby society in Georgia”- stated Gia Galdava deputy of minister of Sports and Youth Affairs.
This year summarizing event was held the fifth times and this time Gia Nizharadze president of Rugby Union of Georgia opened this event.
“I am glad that we keep tradition of saying good-bye to the previous year and meet New Year. 2011 is very important and special for us, because one more four-year circle finished. Georgian national team competing at world cup gave chance feeling of honor to Georgian people. As a result of competing there, since 2013 international rugby union will equalize us to elite rugby countries. Rugby is special field of sport, because we are as large family. Maybe there is some conflict, but in any case we remain as friends and it is very important to keep unity.
This year was held one of the best interior championship and final matches also prove it. As for me, I have never seen such final, even in final of cup, where leader was playing against the team which had left Supreme League, winner’s name was not famous till the last minute. First League and Youth League championships also were very interesting. I would like to thank to government for four-year program and “Kartu”, which helped us in improving of stadiums. I hope that this project will last in the future too. I would like to thank to our sponsors - “Natakhtari”, “Liberty Bank” and “Arkimede Global Georgia” and all these people, who help Georgian rugby without any profit. Success brings responsibilities and now we have to do more than our best, cheers to Georgian rugby, to our family! “- stated Gia Nizharadze.
Finally started awarding ceremony and firstly was awarded “Lokomotivi” Tbilisi with bronze medal. Nizharadze wished Temur Bendiashvili head coach of “Lokomitivi’, who is in hospital to recover quickly.  After this “Aia” Kutaisi was warded with silver medal – “Thanks to Beso Khamashuridze, Gia Gorgaslidze and “Caucasus Online”, which helped us to renovate traditional team” – stated Nizharadze and than awarded “Aia”, successful competitor of Georgian rugby championship, Georgian Cup and Sevens Cup.
After that traditionally was named symbolic team of Georgia, which is the following: 15. Besik Khamashuridze (Aia), 14. Giorgi Shkinini (Armia), 13. Sandro Todua (Lelo), 12. Irakli Chkhikvadze (Aia), 11. Aleksandre Tuchashvili (Armia) 10. Lasha Khmaladze (Lelo), 9. Bidzina Samkharadze (Armia), 8. Givi Berishvili (Lokomotivi) and Besik Udesiani (Armia), 7. Giorgi Kalmakhelidze (Armia), 6. Giorgi Tkhilaishvili (Armia), 5. Davit Chitadze (Lokomotivi), 4. Khvicha Bujiashvili (Armia), 3. Giorgi Vephkhvadze (Lokomotivi) and Tariel Chkhikvadze (Aia), 2. Beka Mekokishvili (Armia), 1. Zurab Zhvania (Aia).
So, as far as you see 8 rugby players from “Armia” are symbolic team, 4 players from silver prize winner “Aia” Kutaisi, 3 from the third place winner “Lokomotivi” and two from “Lelo”.
Besik Khamashuridze of “Aia” was awarded with special prize and musical centre for the best try scorer of Georgia. He scored 13 tries in this season, Davit Kiknadze captain of “Armazi” bombardier of championship was awarded with musical centre, he gained 195 points.
Finally veterans who turned 70, 60 and 50 were awarded. After them U-17 and U-19 teams, which succeed at European championships were awarded. Besik Khamashuridze head coach of “Aia” was named as coach of year and awarded with digital video-camera by “Arkimede Global Georgia”. He also was named as the best player of Championship and was awarded with LCD TV from “Caucasus Online”. Finally was named athlete of year- Mamuka Gorgodze!
 
Zura Ksovreli

საქართველო - ერთ წელიწადში ექვსი ერის დონეზე


10:25 05-01-2012
ახალ ზელანდიაში მსოფლიოს თასის გათამაშებაში საქართველოს ნაკრების ასპარეზობისას, ჩვენი გუნდის თამაშსა და მოედნის მიღმა მიმდინარე მოვლენებს აქტიურად აშუქებდა ამ ქვეყნის სამხრეთის რეგიონის გაზეთი "საუთლენდ თაიმსი". 

ამ გაზეთის ინტერესი ჩვენი ნაკრების მიმართ მას შემდეგ კიდევ უფრო გაიზარდა, რაც "ბორჯღალოსანთა" მწვრთნელებად ახალზელანდიელები მილტონ ჰეიგი და კრის გიბსი დაინიშნენ. 

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი მილტონ ჰეიგი სულაც ამ რეგიონის მკვიდრია. ის ქალაქ ინვერქარგილში დაიბადა და გაიზარდა. 

ჰეიგს რეგიონის გუნდის შემადგენლობაშიც უთამაშია ახალ ზელანდიის ჩემპიონატში. "საუთლენდ თაიმსმა" ახლახან ვრცელი წერილი გამოაქვეყნა, სადაც ახალზელანდიური მწვრთნელებისა და საქართველოს ნაკრების მომავლის გეგემებზეა მოთხრობილი.

გთავაზობთ ამონარიდს ამ წერილიდან. 

"საუთლენდის" ყოფილი ცხრა ნომერ მილტონ ჰეიგს, რომელიც ახლახან სქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა, იმედი აქვს, რომ ერთი წლის თავზე ეს გუნდი შოტლანდიისა და იტალიის ნაკრებების დამარცხებას შეძლებს. 

ჰეიგმა საქართველოს რაგბის კავშირთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის გახანგრძლივებაც კიდევ ორი წლითაა შესაძლებელი. მან თავისი კარიერა იმ გუნდს დაუკავშირა, რომელმაც ახალ ზელანდიაში გამართულ მსოფლიოს თასის გათამაშებაში ყველაზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა. 

- მიმაჩნია, რომ სწორი და მუხლჩაუხრელი შრომით, ამ ბიჭებს საკმაოდ მაღალი დონის რაგბის თამაში შეეძლებათ. ეს თავისთავად ძალიან საინტერესოა. იმედი გვაქვს, რომ დაახლეობით ერთი წლის თავზე რეალურად გავუწევთ კონკურენციას ისეთ გუნდებს, იტალიისა და შოტლანდიის ნაკრებები რომ არიან.

მსოფლიოს თასის მსვლელობისას საქართველოს ნაკრებმა სერიოზული წინააღმდეგობა გაუწია შოტლანდიის, არგენტინისა და ინგლისის ნაკრებსაც. "პომებმა" გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვება მხოლოდ მატჩის ბოლო 20 წუთში შეძლეს. - თქვა მილტონ ჰეიგმა. 

აღსანიშნავია, რომ ჰეიგი ყურადღებით ადევნებდა თვალს ქართველების თამაშს მსოფლიოს თასზე და საკმოად კარგი დახასიათება მიიღო ამ გუნდზე, თავისი ყოფილი თანაგუნდელის და კარგი მეგობრის, "საუთლენდის" ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელის დევიდ ჰენდერსონისგან, რომელმაც საქართველოს ნაკრების მზადების პრიცესს ინვერქარგილში ყურადღებით აკვირდებოდა. 

- სინამდვილეში ქართველი მორაგბეები თამაშის გარკვეულ კომპონენტებში საკმაოდ კომპეტენტურები არიან - განაგრძობს მილტონ ჰეიგი- ამ გუნდის დაცვა შესანიშნავად ირჯება და შეუძლია ძალზედ სწრაფად კიდევ უკეთ ათამაშდეს. ვფიქრობ, ჩემი მუშაობის მთავარი მიმართულება თავდასხმის სისტემის შექმნაზე იქნება ორიენტირებული. მათ მსოფლიოს თასის გათამაშებაში მხოლოდ სამი ლელო გაიტანეს. კიდევ რამდენიმეს გატანა შოტლანდიასა და არგენტინასთან თამაშშიც შეეძლოთ, საკამრისი იყო თავი აეწიათ და ცარიელი, დაუცველი სივრცე შეენიშნათ. 

მილტონ ჰეიგს ახალი ზელანდიის რაგბის კავშირში ჰკითხეს, აინტერესებდა თუ არა მას საქართველოს ნაკრებში მუშაობა. ქართველებს სურდათ შოტლანდიელი მწვრთნელის რიჩი დიქსონის შემდეგ ნაკრებში ახალზელანდიელი სპეციალისტები მიეწვიათ. მან თავისი მონაცემები საქართველოს რაგბის კავშირში გააგზავნა. ქართველებმა კონსულტაცია საფრანგეთში მომუშავე ახალზელანდიელ ვერნ კოტერთან გაიარეს და მასთან საუბრის მეორე დღესვე ჰეიგს სამსახური შესთავაზეს. 

მილტონს საქართველოს ნაკრებში დახმარებას გაუწევს კრის გიბსი, რომელიც წლეულს საქართველოში მხოლოდ ექვსი თვე იმუშავებს. მერე კი, როცა წლის ბოლოს "ვაიკატოსთან" კოტრაქტი დაუმთავრდება, ჰეიგთან ერთად ამ ქვეყანაში დაიდებს ბინას. 

ჰეიგმა, რომელმაც ბეი ოფ პლენტიში გადასვლამდე, 1988 წელს ხუთჯერ ითამაშა "საუთლენდის" შემადგენლობაში, თქვა, რომ საერთაშორისო არენაზე ძალის მოსინჯვის შესაძლებლობამ ძალიან გაახარა. 

- მსოფლიოს თასზე მწვრთნელის რანგში მონაწილეობა ეს კარიერის პიკია. მნიშვნელობა არ აქვს, რომელი გუნდის სამწვრთნელო შტაბში, რა პოზიციაზე იმყოფები. ცხადია, ჩემთვის ასეთი მაღალი რანგის ტურნირზე ასპარეზობა ძალიან საინტერესოა. მართალია, მომავალი მსოფლიოს თასის საგზური ჯერ კიდევ მოსაპოვებელი გვაქვს, თუმცა ეჭვი არ მეპარება, რომ ამას შევძლებთ. 

ჩემი მეუღლე დიდი ხანია ოცნებობს ევროპაში ცხოვრებაზე, მაგრამ ვერაფრით ვახერხებდით. ჩვენი გოგონები, რომელთაგან უფროსი ცხრა წლისაა, უმცროსი კი ექვსის, მოუთმენლად ელიან საქართველოში გამგზავრების დღეს. მართალი გითხრათ, მეც და ჩემი მეუღლეც იგივე განცდამ შეგვიპყრო, - აღიარა მილტონ ჰეიგმა. 

საქართველოს ნაკრებმა შარშან ევროპის ერთა თასი მოიგო და წლეულს იგივეს გამეორებას შეეცდება. პირველი შეხვედრა "ბორჯღალოსნებს" 4 თებერვალს სტუმრად უკრაინის ნაკრებთან აქვს. ქართველ მორაგბეთა უმრავლესობა საფრანგეთში პროფესიულ დონეზე ასპარეზობს, თუმცა ჰეიგს ქართული რაგბის მომავალი თაობის იმედი აქვს. 

- ჩვენი წარმატების საწინდარი ის იქნება, რამდენად შევძლებთ ახალგაზრდა ქართველი მორაგბეების წამოწევას და ეროვნულ ნაკრებში მათ ინტეგრირებას. საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ოთხი თვის წინათ ევროპის ჩემპიონატი მოიგო. ვერნ კოტერი იმ ტურნირს ესწრებოდა და მითხრა, რომ ქართველებს მართლაც ჰყავთ რამდენიმე ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდა მორაგბე. ეს ჩემთვის დამაიდებელად ჟღერს და კიდევ უფრო მეტად განმაწყობს ნაყოფიერი საქმიანობისთვის, - აღნიშნა მილტონ ჰეიგმა. 

საქართველოს ნაკრებში ჰეიგს და გიბსს ასისტენტობას ორი ქართველი მწვრთნელი გაუწევს, რომლებიც, სავარაუდოდ, ნაკრებს სათავეში 2015 წლის მსოფლიოს თასის გათამაშების შემდეგ ჩაუდგებიან. 

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"