26 თებერვალს ლისაბონში გამართულ "ერთა თასის" მორიგ მატჩში საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიის ნაკრები 13:12 დაამარცხა და უმძიმეს დაპირისპირებაში, მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.
ქართველებმა მეტოქეს 1 ლელო, 1 გარდასახვა და 2 საჯარიმო გაუტანეს. 3 ტურის შემდეგ მოპოვებული 3 გამარჯვებით რიჩი დიქსონის გუნდი 14 ქულით ერთა თასის ერთპიროვნული ლიდერი გახდა.
რიჩი დიქსონის გუნდი უპიარატესობას მთელი თამაშის განმავლობაში ფლობდა, თუმცა გარკვეულ მომენტებში "ბორჯღალოსნები" შეცდომებს უშვებდნენ, რამაც საბოლოოდ ლამის წაგება გამოიწვია.
მატჩის უკანასკნელ წუთზე პორტუგალიელებმა კონტრშეტევა განახორციელეს, რის შემდეგაც საქართველოს ნაკრების კარის მიმართულებით ჯარიმა დაინიშნა, თუმცა პორტუგალიელმა დამრტყმელმა ჯარიმა გააცუდა.
თამაშში ანგარიში ჯარიმით გარდნერმა მე-11 წუთზე გახსნა, რასაც ორ წუთში ლაშა მალაღურაძემ ასევე ჯარიმით უპასუხა - 3:3. იმავე გარდნერმა მე-17 წუთზე ჯარიმით მასპინძლები კვლავ დააწინაურა, თუმცა 37-ე წუთზე ქართველთა მიძალების შემდეგდავით კაჭარავამ ხაზი გაჭრა და ლელო გაიტანა, რასაც მალაღურაძის გარდასახვა მოჰყვა და ტაიმი "ბორჯღალოსნებმა" 10:6 მოიგეს.
მეორე ტაიმის დასაწყისშივე გარდნერმა ანგარიში ჯარიმით 9:10 გახადა. საერთოდ მატჩის მეორე ნახევარი კიდევ უფრო დაძაბული გამოვიდა, იტალიელმა მსაჯმა 56 წუთზე გიორგი ჩხაიძე გაასინბინა,მაგრამ ასეთ მდგომარებაშიც კი დიქსონის გუნდმა კვირიკაშვილის ჯარიმით ანგარიში 13:9 გახადა. დარჩენილ დროში მასპინძლებმა მხოლოდ ჯარიმის გატანა შეძლეს, საბოლოოდ - 12:13 საქართველოს სასარგებლოდ.
ევროპის 2011-2012 წლების ერთა თასი. პირველი წრე. III ტური. 26 თებერვალი.
ლისაბონი. "სტადიო უნივერსიტარიო".
პორტუგალია - საქართველო 12:13
საქართველო: ბექა ურჯუკაშვილი, ირაკლი მაჩხანელი, დავით კაჭარავა, თედო ზიბზიბაძე, ლექსო გუგავა, ლაშა მალაღურაძე, ირაკლი აბუსერიძე, გიორგი ჩხაიძე, სიმონ მაისურაძე, შალვა სუთიაშვილი, ვახტანგ მაისურაძე, ლევან დათუნაშვილი, დავით ზირაქაშვილი, აქვსენტი გიორგაძე, დავით ხინჩაგიშვილი.
შეცვლაზე შევიდნენ: ირაკლი ჩხიკვაძე, მერაბ კვირიკაშვილი, ბიძინა სამხარაძე, ვიქტორ კოლელიშვილი, გოდერძი შველიძე, ირაკლი ნატრიაშვილი, ვასილ კაკოვინი
მთავარი მვრთნელი: რიჩი დიქსონი
მწვრთნელის ასისტენტი: ილია მაისურაძე
ლელო: კაჭარავა
ჯარიმა: მალაღურაძე (1), კვირიკაშვილი (1)
გარდასახვა: მალაღურაძე
26 თებერვალი
რუმინეთი - რუსეთი 33:3 ესპანეთი - პორტუგალია 35:13
1. საქართველო 3 3 0 0 135-15 14
2. პორტუგალია 3 2 0 1 57-49 9
3. ესპანეთი 3 1 0 2 59-101 6
4. რუმინეთი 2 1 0 1 50-27 5
5. რუსეთი 3 1 0 2 50-78 5
6. უკრაინა 2 0 0 2 16-97 0
12
მარტი
საქართველო - რუმინეთი
ესპანეთი - პორტუგალია
უკრაინა - რუსეთი
19
მარტი
რუსეთი - საქართველო
რუმინეთი - ესპანეთი
პორტუგალია - უკრაინა
No comments:
Post a Comment