Sep 12, 2011

"Lelos" in New Zealand by helicopter to hunt


The official adoption georgia rugby team of Queenstown , RWC 2011,"Kapa Haka"


The first Lelos training in Queenstown


The Georgia rugby team arrived in Queenstown for the RWC 2011



The official adoption georgia rugby team of Queenstown , RWC 2011


გია ნიჟარაძე: “ძნელი იქნება, მაგრამ სენსაციის მოხდენას ვეცდებით”

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები 14 სექტემბერს, თბილისის დროით 11:30-ზე თავის მესამე, ისე კი, მეშვიდე მსოფლიო თასზე ჩაებმება. პირველმა რაუნდმა ისე ჩაიარა, რომ მეორე ეშელონის სარაგბო ნაკრებებმა აღიარებულ ლიდერებს არაფერი დაუთმეს და დიდი ბრძოლები გაუმართეს. მათ გარჯას უშედეგოდ არ ჩაუვლია და ეს მომავალში უნდა გამოჩნდეს, ამ ეტაპზე კი, ჯერჯერობით, გამარჯვებულები მაინც რაგბის საერთაშორისო საბჭოს (IRB) რჩეულები ხდებიან. საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გიორგი ნიჟარაძემ “მსოფლიო სპორტთან” საუბარში, მეორე ეშელონის ნაკრებების გარჯა დადებითად შეაფასა და ისევე, როგორც ყველა ჩვენთაგანი, იმედოვნებს, რომ სენსაცია საქართველოსა და შოტლანდიის ნაკრებების დაპირისპირებისას შედგება. ყოველ შემთხვევაში, ის დარწმუნებულია, რომ ახლა საქართველოს ნაკრები ოთხი წლის წინანდელზე უფრო მძლავრია და წარმატების მეტი იმედიც აქვს, მაგრამ იქვე აღიარებს და ეს ასეა, რომ ლოგიკურად, შოტლანდია “ბორჯღალოსნებზე” ძლიერია. გიორგი ნიჟარაძეს მაშინ დავუკავშირდით, როდესაც ის IRB-ს მაღალჩინოსნებთან შეხვედრაზე იმყოფებოდა - “დიდი მადლობა ზარისთვის, თქვენი მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ბიჭები გრძნობენ ქართველი ერის მხარდაჭერას და ეს მათ დამატებით ძალას მატებს”, - გვითხრა სრკ-ს პრეზიდენტმა, თანამოსაუბრეებს ბოდიშის მოხდით ცოტა ხნით დაემშვიდობა და მეშვიდე მსოფლიო თასის პირველ რაუნდსა და საქართველოს ნაკრების მზადებაზე საკუთარი მოსაზრება გაგვიზიარა. გიორგი ნიჟარაძე: “ყველაფერი ძალიან კარგადაა. მასპინძლებმა დასასვენებლად და მოსამზადებლად შესანიშნავი პირობები შეგვიქმნეს. ბიჭებს საბრძოლო განწყობა აქვთ და შოტლანდიასთან თამაშისთვის თავდაუზოგავად ემზადებიან. გუნდში ძალიან ბევრია მიკროტრავმები, თუმცა, საბედნიეროდ, სერიოზული არაფერია. რაც შეეხება მსოფლიო თასს, ის შესანიშნავად დაიწყო და ახლავე შემიძლია ვთქვა, რომ ბევრად უკეთესია, ვიდრე 4 წლის წინანდელი. აქამდე ასეთი მაღალი დონის ჩემპიონატი არ ჩატარებულა და ეს არა მხოლოდ ჩემი აზრია. ეგრეთ წოდებული მეორე ეშელონის გუნდები გრანდებთან თამამად იბრძვიან და ძალიან კარგია, რომ გუნდებს შორის სათამაშო კლასში განსხვავება მცირდება. დამთავრდა ის დრო, როდესაც მსოფლიო თასზე ფავორიტები ასტრონომიული ანგარიშით იგებდნენ, ახლა ყველა ბოლომდე იბრძვის. თუმცა, სენსაცია ჯერ არ მომხდარა. ჩვენც ბოლომდე ბრძოლას ვაპირებთ და რა გამოვა, ამას ზეგ ვიხილავთ. გუნდი კარგადაა მომზადებული და თავს არავინ დაზოგავს”. - შოტლანდიისა და რუმინეთის ნაკრებთა მატჩს თუ დაესწრო ჩვენი სამწვრთნელო შტაბიდან ვინმე და რა შთაბეჭდილება დატოვა ამ შეხვედრამ თქვენზე? - ეს თამაში სხვა ქალაქში, ჩვენგან ძალიან შორს ჩატარდა და არავინ დავსწრებივართ, თანაც ჩვენ ჩვენი საქმე გვაქვს. ამ დაპირისპირებას ყველამ ერთად ტელევიზორში ვუყურეთ და რუმინეთმა ძალიან კარგი თამაში აჩვენა. მეორე მხრივ, შოტლანდიამ მეტოქე სათანადოდ ვერ შეაფასა, ძირითადი შემადგენლობის რამდენიმე მორაგბე ჩვენთან თამაშისთვის შემოინახა და ამისთვის ლამის დაისაჯა, ეს გათვლა კინაღამ ძვირი დაუჯდა. რუმინელებმა მეტოქე თავისთვის სასურველ თამაშში აიყოლიეს, მაგრამ ბოლოსკენ კლასმა თავი იჩინა. თუ დააკვირდებით, ყველა შეხვედრაში, ბობოლა სარაგბო გუნდები გამარჯვებას ბოლო ოც წუთში აღწევენ. რომ ხედავენ, იოლად ფონს ვერ გადიან, დამატებით სიჩქარეებს რთავენ და შედეგს ამის ხარჯზე აღწევენ. პრინციპში, ალბათ ჯობდა, შოტლანდიას პირველი თამაში ჩვენთან ჰქონოდა, ახლა სქოთებმა იციან, რომ იოლად ვერ მოიგებენ და რუმინეთთან მატჩისგან განსხვავებით, ჩვენთვის შემადგენლობაში 11 ცვლილება განახორციელეს. საქართველოს შოტლანდიის უძლიერესი ნაკრების წინააღმდეგ მოუწევს თამაში, მაგრამ ამას ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს, იქნება ბრძოლა და ვნახოთ, რა შედეგს მოგვიტანს ეს ბრძოლა. თუ ყველა ნაკრები ბოლომდე ასე იბრძოლებს, ეს ზოგადად რაგბისთვის ძალიან კარგი იქნება. - როგორ შეხვდნენ IRB-ს მაღალჩინოსნები მეორე დონის ნაკრებების ასეთ თამაშს? - ბოლო-ბოლო, გამარჯვება მაინც პირველი ეშელონის ნაკრებებს დარჩათ და სენსაცია ჯერ არ მომხდარა, თანაც, მხოლოდ პირველი ტურის შედეგებით საუბარი ძალიან ძნელია. ორი-სამი ტურის შემდეგ, თუ ასე გაგრძელდება, მერე სალაპარაკო უფრო მეტი იქნება. პირადად მე, ამ ეტაპზე მეორე დონის ნაკრებების ასეთი თამაში სიამაყის გრძნობას მიჩენს. IRB-ს მაღალჩინოსნებმა უნდა დაინახონ, რომ რაგბი ვითარდება და რაღაც შესაცვლელია. ახლაც სწორედ IRB-ს მაღალჩინოსნებთან ვიმყოფები შეხვედრაზე და სწორედ ამ თემაზე ვსაუბრობთ, ისინი გვეთანხმებიან. ღმერთმა ქნას, ჩვენც ღირსეულად ვითამაშოთ და აღებული ტემპი დანარჩენებმაც არ დააგდონ და მერე, ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ, ამ საკითხთან დაკავშირებით პოლიტიკური საუბრები გვექნება. ყველა ქვეყნის რაგბის კავშირის ხელმძღვანელი ახალ ზელანდიაში ბოლომდე რჩება და ამისათვის დრო კიდევ გვექნება. - აქამდე სენსაცია არ მომხდარა და როგორ ფიქრობთ, შეძლებს საქართველო სენსაციის მოხდენას და ყველაფრის თავდაყირა დაყენებას? - თქვენს პირს შაქარი! თითქოს, სენსაცია მართლაც მწიფდება, მაგრამ შოტლანდიასთან ამის გაკეთება ძალიან რთული იქნება. მათ უკვე იციან, რას უნდა ელოდნენ. ძნელი თამაში გველის. რეალურად, შოტლანდიის ნაკრები ჩვენზე ძლიერია და ერთდროულად ბევრი რამ უნდა მოხდეს, გამარჯვება რომ მოვიპოვოთ. ძალიან რთული იქნება საწყისი და ბოლო 20 წუთი და ეს პერიოდი აუცილებლად უნდა გავძლოთ. ღმერთმა დაგვიფაროს ტრავმებისგან და ამის გამო გაუთვალისწინებელი ცვლილებებისგან. საფრანგეთის მსოფლიო თასზე გუნდი რომ გვყავდა, იმასთან შედარებით ბევრად ძლიერები ვართ, მაგრამ არც შოტლანდია იდგა ადგილზე. შოტლანდიას მეტოქემ ისეთი შემოულაწუნა, რომ ახლა სქოთები ყველაფრისთვის მზად იქნებიან. ღმერთმა ქნას, შერკინებაში ჩვენც ისეთი უპირატესობა მოვიპოვოთ, როგორიც რუმინეთს ჰქონდა, თუმცა, ახლა ზელანდიაში წვიმს, თამაშის დღეს თოვლია გამოცხადებული და ამის გამო, შერკინების უპირატესობა, შესაძლოა, გამოუყენებელი დაგვრჩეს, ან მნიშვნელოვნად შემცირდეს. - რიჩი დიქსონმა შოტლანდიასთან სათამაშოდ ყველა ის მორაგბე შეარჩია, ვინც სურდა? - წეღანაც ვთქვი, მიკროტრავმები იყო, მაგრამ ექიმებმა ძალიან კარგად იმუშავეს და ტრავმის გამო მწვრთნელებს არავინ დაკლებიათ. საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რიჩი დიქსონმა უკვე დაასახელა ის შემადგენლობა, რომლითაც შოტლანდიის წინააღმდეგ ითამაშებს: 15. რევაზ გიგაური, 14. ირაკლი მაჩხანელი, 13. დავით კაჭარავა, 12. თედი ზობზიბაძე, 11. სანდრო თოდუა, 10. მერაბ კვირიკაშვილი, 9. ირაკლი აბუსერიძე; 1. დავით ხინჩაგიშვილი, 2. ჯაბა ბრეგვაძე, 3. დავით ზირაქაშვილი, 4. ლევან დათუნაშვილი, 5. ვახტანგ მაისურაძე, 6. შალვა სუთიაშვილი, 7. მამუკა გორგოძე, 8. დიმიტრი ბასილაია. სათადარიგოები: 16. აქვსენტი გიორგაძე, 17. დავით ქუბრიაშვილი, 18. გიორგი ჩხაიძე, 19. ვიქტორ კოლელიშვილი, 20. ბიძინა სამხარაძე, 21. ლაშა ხმალაძე, 22. მალხაზ ურჯუკაშვილი. შოტლანდიის ნაკრები: 15. რორი ლამონტი, 14. მაქს ევანსი, 13. ნიკ დელუკა, 12. გრემ მორისონი, 11. შონ ლამონტი, 10. დენ პარქსი, 9. რორი ლუსონი; 1. ალენ იაკობსენი, 2. სქოთ ლოუსონჯი, 3. იუენ მარი, 4. ნეითან ჰაინსი, 5. ჯიმ ჰემილტონი, 6. ელი სთროქოში, 7. როს რენი, 8. ქელი ბრაუნი. სათადარიგოები: 16. როს ფორდი, 17. ჯეფ როსი, 18. ალესდერ დიკინსონი, 19. რიჩი გრეი, 20. რიჩი ვერნონი, 21. ქრის ქაზიტერი, 22. ქრის პატერსონი.

14 სექტემბერს “ბორჯღალოსნები” შოტლანდიას დაუპირისპირდებიან

14 სექტემბერს, ინვერკარგილში, საქართველოს ნაკრები პირველ შეხვედრას გამართავს შოტლანდიელებთან, რომლებაც წინა შეხვედრაში არცთუ ისე სახარბიელო სხვაობით სძლიეს რუმინეთის ნაკრებს. შესაძლოა, ამიტომაც მოხდა შოტლანდიის გუნდში ცვლილებები - ენდი რობინსონმა სასტარტო შემადგენლობაში 11 მოთამაშე შეცვალა. შოტლანდიელების განცხადებით, მათ კარგი გაკვეთილი მიიღეს რუმინეთთან თამაშში და საქრთველოსთან ტაქტიკის შეცვლას აპირებენ.მწვრთნელის აზრით, შოტლანდიის ნაკრები საქართველოსთან თამაშისას, უნდა შეეცადოს, რაც შეიძლება დიდხანს ფლობდეს ბურთს და არ გაიმეოროს რუმინეთთან დაშვებული შეცდომა - წინა შეხვედრაში, თამაშის გარკვეულ მომენტებში, ბურთს ძირითადად რუმინელები აკონტროლებდნენ. ამ ტაქტიკით, შოტლანდია შერკინებაში ძლიერი ქართველების მთავარი კოზირის განეტირალებას შეეცდება. “პირველი შემთხვევაა, როდესაც სათადარიგო სკამზე გვყავს ხუთი ფორვარდი და ორი ბეკი: - ამბობს რობინსონი საგულისხმოა - შოტლანდიამ კაპიტანიც შეცვალა: ნაკრებს ალასტერ კელოკის ნაცვლად რორი ლოუსონი გაუძღვება. საქართველოს ნაკრები 11 სექტემბერიდან უკვე ინვერქარგილში განაგრძობს მატჩისთვის მზადებას. გუნდში საბრძოლო განწყობაა და , საბედნიეროდ, არ არის ტრავმები. ნაკრების მთავარი მწვრთნელის , რიჩი დიქსონი იმედინად ელის მისი შეგირდების პირველ მატჩს: “რუმინეთმა აჩვენა, რომ მანძილი ევროპის ერთ თასის ლიდერებსა და ექვსი ერის გუნდებს შორის არცთუ ისე დიდია” უნდა ითქვას, რომ რუმინეტი ერთგვარი რეკორდსმენია:მსოფლიო თსის გათამაშებების ფინალურ სტადიაზე ევროპის ერთა თასის არცერთ გუნდს სარაგბო ელიტის ნაკრებთან შეხვედრაში 24 ქულა არ მოუპოვებია. რუმინეთმა ეს მოახერხა. “ბორჯღალოსნების” კაპიტანი, ირაკლი აბუსერიძე აღნიშნავს: “რუმინეთს შოტლანდიასთან მოგება შეეძლო. მათ ბოლო წუთებში ვერ მოახრეხეს დაცვაში კონცენტრაცია. ვთვლი, რომ შოტლანდიას შეგვიძლია თანაბრად ვეთამაშოთ. კარგად ვიცით, რომ არგენტინა, ინგლისი და შოტლანდია მსოფლიო კლასის გუნდებია. არ მოველოდით რუმინეთისგან ასეთი მაღალი დონის თამაშს. რუმინეთის შერკინება ძალინა კარგი იყო და, მათი შემხედვარე, ჩვენი იმედი უფრო განმტკიცდა. მოასლოდნელია, რომ შოტლანდიელები უფრო ძლიერ შემადგენლობას გამოიყვანენ და მეტად მოტივირებულები იქნებიან. როგორც დებიუტანტებმა, 2003 წელს, თითქმის არ ვიცოდით, რას მოველოდით მსოფლიო თასისგან. მას შემდეგ, ნაკრების სათამაშო ოსტატობა გაცილებით დაიხვეწა. ამის მაგალითად 2007 წლის მსოფლიოზე, ირლანდიის წინააღმდეგ მატჩი შეგვიძლია მოვიყვანოთ. აქ მხოლოდ ოთხი ქულით დავმარცხდით, რაც თითქმის მოგების ტოლფასი იყო და ამან, ბუნებრივია, საკუთარი თავის რწმენა შეგვმატა” - ამბობს აბუსერიძე 14 სექტემბერი ინვერკარგილი “ბ” ჯგუფი შოტლანდია - საქართველო დასაწყისი 11.30 (თბილისის დროით). მატჩი ტრანსლირებული იქნება „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ პირდაპირი ეთერით საქართველოს ნაკრები: 15. რევაზ გიგაური 14. ირაკლი მაჩხანელი13. დავით კაჭარავა12.თედო ზიბზიბაძე 11. ალექსანდრე თოდუა 10. მერაბ კვირიკაშვილი 9.ირაკლი აბუსერიძე (კაპიტანი) 1. დავით ხინჩაგიშვილი 2. ჯაბა ბრეგვაძე, 3. დავით ზირაქაშვილი 4. ლევან დათუნაშვილი, 5. ვახტანგ მაისურაძე, 6. შალვა სუთიაშვილი 7. მამუკა გორგოძე 8. დიმიტრი ბასილაია შეცვლები: 16. ავქსენტი გიორგაძე 17. დავით ქუბრიაშვილი 18. გიორგი ჩხაიძე 19. ვიქტორ კოლელიშვილი 20. ბიძინა სამხარაძე 21. ლაშა ხმალაძე 22. მალხაზ ურჯუკაშვილი შოტლანდიის ნაკრები: 15. რორი ლამონტი 14. მაქს ევანსი 13. ნიკ დე ლუკა 12. გრემ მორისონი 11. შონ ლამონტი 10. დენ პარკსი 9. რორი ლოუსონი (კაპიტანი) 1. ალან ჯაკობსენი 2. სკოტ ლოუსონი 3. ევან მიურეი, 4. ნათან ჰაინსი 5. ჯიმ ჰამილტონი 6. ელი სტროკოში 7. როს რენი, 8. კელი ბრაუნი შეცვლები: 16. როს ფორდი, 17. ჯეფ კროსი, 18. ალასდერ დიკინსონი, 19. რიჩი გრეი 20. რიჩი ვერნონი, 21 . ქრის კაზიტერი, 22. კრის პატერსონი.