Apr 8, 2011

18-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე შეკრებას საფრანგეთში გაივლის


18-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე შეკრებას საფრანგეთში გაივლის. საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის წინასატურნირო შეკრებას საფრანგეთის ქალაქ ლურდში გამართავს. ტურნირის დაწყებამდე დაგეგმილია საკონტროლო მატჩები ტარბელ თანატოლებთან.
ლევან მგელაძისა და დავით კაკაბაძის ხელმძღვანელობით თვრამეტწლამდელთა ნაკრები გასული წლის დეკემბრიდან ემზადება ამ მეტად საპასუხისმგებლო შეჯიბრებისთვის. ინტენსიური წვრთნის პროგრამის ფარგლებში, თვრამეტწლამდელბმა შეხვედრები გამართეს კაცთა გუნდებთან და ასაკობრივ ნაკრებებთან. თვრამეტწლამდელები თებერვლის ბოლოს შეკრებაზე იმყოფებოდნენ საფრანგეთში, სადაც სამი სპარინგ მატჩი გამართეს. 

პირველ მატჩში ჩვენი მოწინააღმდეგე "ალბის" 21-წლამდელთა გუნდი იყო. ეს მეტად საინტერესო შეხვედრა ფრედ - 10:10 დამთავრდა. ამის შემდეგ, ჩვენმა ნაკრებმა ალბის რეგიონის 21წლმადელები დაამარცხა ანგარიშით 50:0
ბოლო მატჩში ქართველთა მეტოქე საფრანგეთის სამი რეგიონის 21წლამდელთა ნაკრები იყო. მატჩი დასრულდა ანგარიშით 29:0 ქართველი მორაგბეების სასარგებლოდ. ჯასტინ ბრიდუს სახელობის ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატი 16 აპრილს დაიწყება. აღსანიშნავია, რომ ევროპის ეს ჩემპიონატი წლეულს ახალი ფორმატით ჩატარდება: ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობას მიიღებს თვრამეტწლამდელთა ექვსი ერის გათამაშების ბოლო ორ ადგილზე გასული გუნდი. მათ გარდა, ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებენ საქართველოს, რუსეთი, ბელგიის, პორტუგალიის, გერმანიისა და რუმინეთის ნაკრებები. 

ამგვარი რამ პირველად ხდება, ერთგვარი ექსპერიმენტია და სარაგბო ელიტასთან მიახლოებული ქვეყნების ნაკრებებსგრანდებთან ძალების მოსინჯვის შანსს აძლევს. ექვსი ერის გათამაშების პირველი ოთხეული ევროპის ჩემპიონის ტიტულისთვის იბრძოლებს. ბოლოდგილოსნები კი "ა" ჯგუფში, ექვსი ერის მიღმა მყოფ გუნდებთან იასპარეზებენ. 

ეს,მსოფლიო სარაგბო საბჭოს საშუალებას მისცემს დააკვირდეს დონეთა სხვაობას ელიტურ და მისგან ერთი საფეხურით დაბლა მდგომ (ა ჯგუფი) გუნდებს შორის. ეს ექსპერიმენტი 2013 წლამდე გაგრძელდება. თვრამეტწლამდელთა ჯასთინ ბრიდუს სახელობის ევროპის ჩემპიონატი 16 აპრილს დაიწყება.

ფინალური შეხვედრები 23 აპრილს გაიმართება და მასში 4 ჯგუფში გადანაწილებული 28 ევროპული გუნდი მიიღებს მონაწილეობას. ელიტურ ჯგუფში, ანუ ექვსი ერის პირველ ოთხეულში გამარჯვებული, ბრიდუს პირველობის ჩემპიონი ხდება. ა ჯგუფიდან გამარჯვებული ექვსი ერის გათამაშებაზე არ გადადის. სხვა ჯგუფებში გამარჯვებულთა და ბოლოადგილოსნებისთვის კი მოქმედებს ზედა ჯგუფში ასვლისა და ქვედა ჯგუფში დაქვეითების პრინციპი.
 ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატი 
 ელიტარული დივიზიონი
6 ერის I ადგილოსანი
6 ერის II
6 ერის III
6 ერის IV
A დივიზიონი
B დივიზიონი
C დივიზიონი
6 ერის V (შოტლანდია)
ესპანეთი
უნგრეთი
6ერის VI (იტალია)
ნიდერლანდები
სერბეთი
საქართველო
პოლონეთი
ლატვია
ბელგია
ჩეხეთის რესპუბლიკა
ლუქსემბურგი
გერმანია
შვეიცარია
დანია
რუსეთი
ლიტვა
ავსტრია
პორტუგალია
შვედეთი
მოლდოვა
რუმინეთი
უკრაინა
ბულგარეთი
ელიტარული ჯგუფი16.04

M1 6 ერის I - 6 ერის IV
M2 6 ერის II - 6 ერის III
23.04
M1 გამარჯვებული - M2 გამარჯვებული
M1 დამარცხებული _ M2 დამარცხებული

ჯგუფი16.04 
M1 შოტლანდია - რუმინეთი
M2 იტალია - პორტუგალია
M3 საქართველო - რუსეთი
M4 ბელგია - გერმანია
19.04 
M5 
M1 გამარჯვებული - M4 გამარჯვებული
M2 გამარჯვებული - M3 გამარჯვებული
M1 დამარცხებული - M4 დამარცხებული
M2 დამარცებული - M3 დამარცებული
23.04 
M9: M5 გამარჯვებული - M6 გამარჯვებული
M10: M5 დამარცხებული - M6 დამარცხებული
M11: M7 გამარჯვებული - M8 გამარჯვებული
M12: M7 დამარცხებული - M8 დამარცხებული
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები 

საბა ნიკოლავა, ნიკოლოზ სუხაშვილი, გიორგი სორდია, თამაზ მჭედლიძე, დავით ხიდეშელი, მერაბ შარიქაძე, ვაჟა ხუციშვილი, გიორგი აფციაური, გიორგი მჭედლიშვილი, გიორგი ტალახაძე, ლაშა მოსეშვილი, საბა შუბითიძე, ზურაბ თუთბერიძე, თორნიკე ჯიბლაძე, გიორგი ლომთაძე, გიორგი თეთრაშვილი, ნოდარ მარდალეიშვილი, ვახტანგ ახობაძე, ნიკოლოზ პინაიშვილი, მურთაზ გიორგაძე, გიორგი ბასილაია, ბესარიონ შენგელია, რატი ასათიანი, გიორგი ნათელაშვილი, გიორგი ფრუიძე, თამაზ ოლხიაშვილი.

მთავარი მწვრთნელი: ლევან მგელაძე
მენეჯერი: ჭყონია ირაკლი
მწვრთნელი: დავით  კაკაბაძე  

Apr 2, 2011

ქართველებმა ბრიტანული სტუდენტობა დაალელოვეს






ბრიტანულ ტურნეზე მყოფი საქართველოს სარაგბო ნაკრების მორიგი წარმატების შესახებ უკვე გაცნობეთ, ახლა კი, ოქსფორდ-კემბრიჯის (როგორც ირკვევა, ქართველებს სწორედ გაერთიანებულ ნაკრებთან უთამაშიათ და არა მხოლოდ ოქსფორდელებთან) გუნდთან მატჩის ახალი დეტალები გახდა ცნობილი.
როგორც უკვე იცით, ფაქტობრივად ქვეყნის მე-3 ნაკრების რანგში წასულმა “საქართველო XV”-მა ოქსფორდში გამართული შეხვედრა 38:13 მოიგო. პირველ ტაიმში ქართველებმა 4 ლელო მიითვალეს. აქედან სამი ფრანგულ “ორტეზში” მოთამაშე პირველხაზელის კარლენ ასიეშვილის ანგარიშზეა (ასიეშვილმა ბრიტანეთის არმიელებს 2 ლელო დაუდო, ამდენად ჯამში, 5 (!) ლელო მოუგროვდა), ერთხელ კი თავი “ლელოს” უკანახაზელმა ლაშა ხმალაძემ გამოიჩინა, რომელიც ამჟამად, სარაგბო ოსტატობას ჰართლპულის კოლეჯში იმაღლებს.
ლელოებს ირაკლი ყიასაშვილის ზუსტად შესრულებული სამი გარდასახვა მოჰყვა. პირველივე ტაიმში ოქსფორდ-კემბრიჯელებმა ქულების მოპოვება მხოლოდ ჯარიმების ხარჯზე შეძლეს და საწყისი ნახევარი 6:26 დასრულდა.
მეორე ტაიმში ლელოები ვიტო კოლელიშვილმა (“კლერმონი”) და გიორგი მენაბდიშვილმა (“გრენობლი”) გაიტანეს, ხოლო გარდასახვა გოდერძი ჯოგლიძემ (“ლელო”) გამოიყენა. მასპინძლებმა პირველი და ერთადერთი ლელო მეორე ტაიმში დადეს და ანგარიშის შელამაზება შეძლეს – 13:38.
გასულ მატჩში საქართველოს ნაკრების სასტარტო შემადგენლობა ასეთი გახლდათ: ყიასაშვილი, გიგაური, ჯიმშელაძე, ჩხიკვაძე, ნიჟარაძე, ხმალაძე, ღვინჯილია, ასიეშვილი, ბელქანია, ყუფარაძე, გუჯარაიძე, აზალაძე, კოლელიშვილი, დაუშვილი, მაისურაძე (კაპ.).
“საქართველო XV” სანაკრებო რეზერვების ახლადშექმნილი სასელექციო გუნდია, რომელსაც ინგლისური ტურნესთვის Emerging Lelos ეწოდა. ნაკრებმა გასვლითი შეკრება ქალაქ ჩელტენჰემთან მდებარე ჰართლპულის კოლეჯის ბაზაზე 19 მარტს დაიწყო და საქართველოში 30 მარტს, გამთენიისას დაბრუნდება.

გუნდს ინგლისურ ტურნეზე ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბი – რიჩარდ დიქსონი, დონ კასკი, მაიკლ ბრედლი, ილია მაისურაძე აკვირდებოდა.