GEORGIA - RUSSIA 46:0
Mar 20, 2012
Jan 9, 2012
გიორგაძის უიღბლო დებიუტი "ტულუზში"
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, პირვველ დივიზიონში მე-15 ტური ფატალური აღმოჩნდა საქართველოს ნაკრების შერკინების კვაჭაქვსენტი გიორგაძისთვის.
მისმა "ტულუზმა", რომელიც გათამაშების ლიდერი და უმთავრესი ფავორიტია, მეტოქე გურამ კავთიძისადა ტარიელ რატიანიძის "ლიონი" დიდი ანგარიშით 51:10 დაამარცხა, მაგრამ "გლობუსა", რომელსაც გუნდის ძირითად შემადგენლობაში დებიუტი ჰქონდა, მატჩის მე-15 წუთზე მძიმედ დაშავდა.
"მისი ტრავმა ჩვენი გუნდისთვის დიდი დარტყმაა. გიორგაძესთან დაკავშირების სერიოზული გეგმები გვქონდა. ამ პოზიციაზე სეზონის დაწყებიდანვე მუდამ პრობლემა გვექმნებოდა, როგორც ჩანს, ის ჯერ არ დამთავრებულა.. ახლა ისინი უნდა ვათამაშოთ, ვინც დაგვრჩა. გიორგაძეს სერიოზული სამედიცინო კვლევა ჩაუტარდება და იმედი გვაქვს, რომ კუნთი გაწყვეტილი არ აქვს" - თქვა "ტულუზის" მთავარმა მწვრთნლმა გი ნოვემ.
ტულუზელთაგან კვლავ საუკთესო იყო მგეზავი ლიონელ ბუქსი, რომელმაც გუნდს 21 ქულა მოუტანა (ექვსი გარდასახავა და სამი საჯარიმო). კავთიძე და რატიანიძე განაცხადში არ იყვნენ.
მამუკა გორგოძის, გიორგი ჟღენტის, მიხეილ ნარიაშვილისა და გოდერძი შველიძის "მონპელიემ" სტუმრად დაამარცხა ვასილ კაკოვინის, დავით ხინჩაგიშვილისა და ირაკლი ნატრიაშვილის "ბრივი" - 23:9. შედეგად მონპელიელები, მიუხედავად იმისა, რომ ისევ მერვე ადგილზე არიან, საპლეიოფო ექვსეულს ამჟამად მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩებიან.
"ბრივის" საქმე კი საკმაოდ გართულდა. ჩვენებურთა ამ გუნდმა საკუთარ მოედანზე ზედიზედ მეხუთედ წააგო და გასავარდნ ზონას დაუახლოვდა, ბრიველები მე-11 ადგილზე არიან აუტსაიდერ "ლიონს" ოთხი ქულით უსწრებენ.
თამაში საკმაოდ საინტერესო, უშეღავათო ბრძოლაში წარიმართ. მატჩის არბიტრმა მოედნიდან ოთხი მორაგბე გაასინბინა, აქედან სამი სტუმართა გუნდიდან. პირველი, ვისაც მოედნის ათი წუთით დატოვებამ მოუწია, "მონპელიეს" ქართველი შერკინების ბურჯი გიორგი ჟღენტი იყო. ის მე-9 წუთზე გაასინბინეს და 47- წუთზე შეცვალეს.
ძირითად შემადგენლობაში ითამაშა მამუკა გორგოძემაც, რომელმაც მოედანი 67-ე წუთზე დატოვა, კაკოვინი და ხინჩაგიშვილი მატჩში 41-ე წუთიდან ჩაერთნენ, ნარიაშვილი მოედანზე 74-ე წუთზე გამოჩნდა, ორ წუთში მას მატრიაშვილის მოჰყვა, შველიძე განაცხადში არ იყო.
ანტონ ფეიქრიშვილის "კასტრი" სტუმრად დამარცხდა პარიზულ "სტად ფრანსესთან" - 21:38. თუმცა მიუხედავად ამისა, სატურნირო ცხრილში 40 ქულით მესამე ადგილს მაინც ინარჩუნებს. ფექირიშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 55-ე წუთზე შეცვალეს.
ბექა შეყლაშვილის "აჟენი" შინ დამარცხდა აუტსაიდერ ბასკურ "ბიარიცთან" - 6:15. მას შემდეგ, რაც ამ გუნდს ტრავმამოშუშებული ცხრა ნომერი დიმიტრი იაშვილი დაუბრუნდა, ბასკებმა ზედიზედ ორი თამაში მოიგეს. ისევე როგორც წინა ტურის მატჩში, "იაში" ამჯერადაც საუკეთესო იყო, მის ანგარიშზე 12 ქულაა (ოთხი საჯარიმო).
"აჟენმა" ამ მარცხის შემდეგ საპლეიოფო ექვსეული დატოვა და ახლა 36 ქულით მე-7 ადგილზეა. შეყლაშვილი განაცხადში არ იყო.
ლიდერების, დავით ზირაქაშვილის "კლერმონისა" და დავით ქუბრიაშვილის"ტულონის" შეხევდრა გვიან ღამით დასრულდა.
I დივიზიონიXV ტური
აჟენი-ბიარიცი 6:15, ბაიონი-ბორდო 20:27, სტად ფრანსე-კასტრი 38:21, ტულუზი-ლიონი 51:10, ბრივი-მონპელიე 9:23, პერპინიანი-მეტრო რასინგი 14:14, კლერმონი-ტულონი (გვიან დასრულდა).სატურნირო მდგომარეობა 1. ტულუზი - 56 ქულა, 2. კლერმონი - 46, 3. კასტრი - 40, 4. ტულონი - 39, 5. სტად ფრანსე - 39, 6. მეტრო რასინგი - 36, 7. აჟენი - 36, 8. მონპელიე - 35, 9. ბორდო - 30, 10. პერპინიანი - 27, 11. ბრივი - 24, 12. ბაიონი - 23, 13. ბიარიცი - 23, 14. ლიონი - 20.
XVI ტური ლიონი-აჟენი, ტულონი-ბაიონი, კასტრი-ბიარიცი, ბორდო-კლერმონი, მონპელიე-სტად ფრანსე, ბრივი-პერპინიანი, მეტრო რასინგი-ტულუზი.
საშობაო არდადეგების შემდეგ მე-15 ტურის მატჩებით განახლდა მეორე დივიზონს გათააშება. აქ ლიდერი გიორგი მენაბდიშვილის "გრენობლია", რომელმაც შინ დაამარცხა "ოიონაქსი" 24:9 და სატურნირო ცხრილში პოზიცია კიდევ უფრო განიმტკიცა.
ისევ აუტსაიდერია თედო ზიბზიბაძის, ალექსანდრე მარგველაშვილისა და დავით დადუნაშვილის "პერიგო", რომელმაც სტუმრად წააგო "დაქსთან" - 8:19. მარგველაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 65-ე წუთზე შეცვალეს, დადუნაშვილი თამაშში 54-ე წუთიდან ჩაერთო, ზიბზიბაძე ტრავმირებულია და არ უთამაშია.
აუტსაიდერთა შორისაა ლევან დათუნაშვილის, გიორგი ნაცარაშვილისა და კარლენ ასიშვილის "ორიაკიც", რომელმაც სტუმრად წააგო "ლა როშელთან" - 16:26. დათუნაშვილმა თავიდან ბოლომდე ითამაშა, ნაცარაშვილი მოედანზე 74-ე წუთიდან გამოჩნდა, ასეიშვილი განაცხადში არ იყო.
მამუკა მაგრაქველიძისა და ირაკლი მირცხულავას "ტარბმა" შინ მოუგო "ალბის" - 22:19. მაგრაქველიძე მატჩში 46-ე წუთიდან ჩაერთო, მირცხულავას არ უთამაშია.
დავით ლოსაბერიძისა და ზერო პეტრიაშვილის "პომ" საკუთარ მოედანზე დაამარცხა "ოში" - 16:3. ქართველი მორაგბეები განაცხადში არ იყვნენ.
II დივიზიონიXV ტური
ექსი-პერიგო 19:8, ბეზიე-კარკასონი 13:18, დაქსი-ბურგუენი 25:12, ნარბონი-მონ დე მარსანი 9:13, პო-ოში 16:3, ლა როშელი-ორიაკი 26:16, ტარბი-ალბი 22:19, გრენობლი-ოიონაქსი 24:9.სატურნირო მდგომარეობა 1. გრენობლი - 52 ქულა, 2. დაქსი - 46, 3. მონ დე მარსანი - 43. 4. პო - 42, 5. ლა როშელი - 42, 6. კარკასონი - 41, 7. ექსი - 39, 8. ოიონაქსი - 37, 9. ალბი - 36, 10. ბურგუენი - 35, 11. ტარბი - 34, 12. ოში - 31, 13. ორიაკი - 26, 14. ნარბონი - 20, 15. ბეზიე - 18, 16. პერიგო - 14.
XVI ტური ბეზიე-დაქსი, ალბი-ნარბონი, ოში-პერიგო, ლა როშელი-ოიონაქსი, პო-ექსი, გრენობლი-ორიაკი, ბურგუენი-კარკასონი, ტარბი-მონ დე მარსანი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ქართული რაგბი - ლეგიონერები
ავტორი : ბესიკ ჯანგავაძე
Ярлыки:
გიორგაძის უიღბლო დებიუტი ტულუზში
Jan 8, 2012
Jan 6, 2012
ჩვენი რჩეულიც მამუკა გორგოძეა
ქართული მედიის 31 წარმომადგენელი მონაწილეობდა საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ტრადიციულ საახალწლო რეფერენდუმში, რომელმაც გამოავლინა საქართველოს 2011 წლის 10 საუკეთესო სპორტსმენი და საუკეთესო გუნდი.
რეფერენდუმი წლეულს ორმოცდამეექვსედ გაიმართა. ანკეტებში სულ დასახელებული იყო 42 სპორტსმენი - სპორტის 14 სახეობის წარმომადგენელი. საქართველოს 2011 წლის N1 სპორტსმენი გახდა საქართველოს ნაკრებისა და ფრანგული "მონპელიეს" მორაგბე მამუკა გორგოძე - 231 ქულა.
საუკეთესოთა ათეულში 195 ქულით მეორე ადგილი ერგო საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებისა და იტალიური "კანადიან სოლარის" ფორვარდს ვიქტორ სანიკიძეს. 191 ქულა მოაგროვა და მესამე ადგილზე გავიდა მშვილდოსანი ქრისტინე ესებუა - მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი და ევროპის ზამთრის გუნდურ ჩემპიონატში გამარჯვებული.
2011 წლის საუკეთესო ათეული ასე გამოიყურება:
1. მამუკა გორგოძე (რაგბი) 231
2. ვიქტორ სანიკიძე (კალათბურთი) 195
3. ქრისტინე ესებუა (მშვილდოსნობა) 191
4. რევაზ ლაშხი (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა) 138
5. დავით მარსაგიშვილი (თავისუფალი ჭიდაობა) 124
6. მანუჩარ ცხადაია (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა) 102
7. ზაზა ფაჩულია (კალათბურთი) 98
8 ნინო სალუქვაძე (ტყვიის სროლა) 77
9. ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა) 64
10. ირაკლი ცირეკიძე (ძიუდო) 53
ათეულთან ახლოს იყვნენ თორნიკე შენგელია (კალათბურთი), გია მაჭავარიანი(ძალოსნობა), მანუჩარ მარკოიშვილი (კალათბურთი), ლევან კობიაშვილი(ფეხბურთი).
წლის საუკეთესო გუნდად აღიარეს საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები, რომელმაც 2011 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალური ტურნირის ჯგუფური ეტაპი გადალახა და კონტინენტის 12 საუკეთესო გუნდს შორის მოხვდა. საუკეთესოთა შორის დასახელდნენ აგრეთვე საქართველოს მორაგბეთა (2011 წლის მსოფლიო თასის ფინალისტი), მშვილდოსან ქალთა (ევროპის 2011 წლის ზამთრის გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებული), მოჭადრაკე ქალთა(ევროპის 2011 წლის გუნდური ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი) და 19-წლამდელ ფეხბურთელთა(ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის საგზურის მფლობელი) ნაკრები გუნდები.
საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის გამოკითხვის ლაურეატები:
1964 - სლავა მეტრეველი, 1965 - ომარ ფხაკაძე, 1966 - ალექსანდრე მეტრეველი, 1967 - ზურაბ საკანდელიძე, 1968 - ვიქტორ სანეევი, 1969 - ნონა გაფრინდაშვილი, 1970 - თინათინ ლეკვეიშვილი, 1971 - ლევან თედიაშვილი, 1972 - ვიქტორ სანეევი, 1973 - ლევან თედიაშვილი, 1974 - ლევან თედიაშვილი, 1975 - ნონა გაფრინდაშვილი, 1976 - ვიქტორ სანეევი, 1977 - დავით კვაჭაძე, 1978 - მაია ჩიბურდანიძე, 1979 - თემურ ხუბულური, 1980 - ქეთევან ლოსაბერიძე, 1981 - რამაზ შენგელია, 1982 - მოჭადრაკე ქალთა ნაკრები, 1983 - თეიმურაზ აფხაზავა, 1984 - მაია ჩიბურდანიძე, 1985 - დავით გობეჯიშვილი, 1986 - მაია ჩიბურდანიძე, 1987 - ლერი ხაბელოვი, 1988 - ნინო სალუქვაძე, 1989 - არ ჩატარებულა, 1990 - დავით გობეჯიშვილი, 1991 - არ ჩატარებულა, 1992 - კახი კახიაშვილი, 1993 - კახი კახიაშვილი, 1994 - მოჭადრაკე ქალთა ნაკრები, 1995 - გიორგი ვაზაგაშვილი, 1996 - ელდარ კურტანიძე, 1997 - გიორგი კანდელაკი, 1998 - გიორგი ასანიძე, 1999 - ნინო სალუქვაძე, 2000 - გიორგი ასანიძე, 2001 - გიორგი ასანიძე, 2002 - ელდარ კურტანიძე, 2003 - ელდარ კურტანიძე, 2004 - ზურაბ ზვიადაური, 2005 - რევაზ მინდორაშვილი, 2006 - ზაზა კედელაშვილი, 2007 - რამაზ ნოზაძე, 2008 - ირაკლი ცირეკიძე, 2009 - მანუჩარ ცხადაია, 2010 - დავით ზირაქაშვილი, 2011 - მამუკა გორგოძე.
საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია
ქართული რაგბი - სხვადასხვა
ხუთი ლიდერი ევროპულ შესვენებამდე
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, პირველ დივიზიონში დღეს და ხვალ მორიგი, მე-15 ტურის შეხვედრები გაიმართება. რის შემდეგაც გათამაშებაში ორკვირიანი შესვენება იქნება. ამ დროს ქართველ მორაგბეთა ფრანგული კლუბები ევროთასების გათამაშების ჯგუფური ტურნირის ბოლო ორ ტურში ითამაშებენ.
საფრანგეთის ჩემპიონატში კი "ქართული გუნდების" უმრავლესობა ლიდერები არიან. სატურნორო ცხრილის პირველი ხუთი საფეხური სწორედ მათ უკავიათ.
გათამაშების ლიდერი, აქვსენტი გიორგაძის "ტულუზი", რომელსაც დღესდღეობით 51 ქულა დაუგროვდა შინ ეთამაშება ერთ-ერთ აუტსაიდერს, გურამ კავთიძისა დატარიელ რატიანიძის "ლიონს". ცხადია, ამ წყვილში გამარჯვებულის ვინაობის გამოცნობა რთული არ არის. "ტულუზი" მოქმედი ჩემპიონია და არც წლეულს აპირებს ვინმეს რამე დაუთმოს.
ლიონელებს რადიკალურად განსხვავებული პრობლემა აქვთ გადასაჭრელი. მიუხედავად იმისა, რომ გუნდი ნელ-ნელა უმატებს და ნამდვილ პირველდივიზიონელს ემსგავსება, "ლიონი" მაინც სახიფათო ზონაშია. ჩვენებურთა ამ გუნდის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ბოლო ორ ტურში მათ შესანიშნავად იასპარეზეს. ჯერ სტუმრად გაუწიეს უდიდესი წინააღმდეგობა ჩემპიონატის ერთ ფავორიტ "ტულონს". მერე კი შინ მრისხანე "კლერმონი" დააჯერეს ფრეს - 6:6.
რაც შეხება "ტულუზს", ფრანგულ გრანდში წინა ტურში საქართველოს ნაკრების შერკინების ბურჯის, აქვსენტი გიორგაძის დებიუტი შედგა, სავარაუდოდ, ის "ლიონთან" მატჩშიც 22-კაციან განაცხადში შევა.
მე-15 ტურის ცენტრალური მატჩი კი დავით ზირაქაშვილის "კლერმონისა" და დავით ქუბრიაშვილის, კონსტანტინე მიქაუტაძისა და ლევან ჩილაჩავს "ტულონის" დაპირისპირება იქნება. თამაში "ვუკანების" სტადიონზე გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ კლერმონელები ლიდერ "ტულუზს" ხუთი ქულით ჩამორჩებიან და მე-2 ადგილზე არიან. "ტულონი" კი თავის მხრივ "კლერმონს" შვიდი ქულით ჩამორჩება და მეოთხეა.
მიუხედავად იმისა, რომ მულტიმილიონერმა მურად ბურჯელალმა ახლახან გუნდი რამდენიმე სუპერ ვარსკვლავით გააძლიერა, "ტულონმა" თამაშს უკლო და ფონს მხოლოდ ინგლისელი მგეზავის ჯონი ვილკინსონის ფეხჩუბინობის წყალობით გადის. წინა, მე-14 ტურში კი სულაც პირწმინდად დამარცხდა სტუმრად აუტსაიდერ "ბიარიცთან" - 6:25.
"კლერმონი", სავარაუდოდ, ამჯერადაც გამარჯვებული დარჩება, მით უფრო, რომ წლეულს "ვულკანებს" საკუთარი მოედნიდან გახარებული არავინ გაუშვია. სამწუხაროდ, ისევ ვერ ითამაშებს ზირაქაშვილი, რომელმაც მხარი დაიშავა და ამჟამად მკურნალობს. ძირითად შემადგენლობაში იქნება ქუბრიაშვილი, ხოლო მიქაუტაძე და ჩილაჩავა სათადარიგო გუნდში არიან.
"ტულონს" ერთი ქულით უსწრებს და მესამე ადგილზეა ანტონ ფეიქრიშვილის"კასტრი", რომელიც ზედიზედ მესამე სეზონია საპლეიოფო ზონაში ტრიალებს, თუმცა ფინალში გაღწევა ვერაფრით შეძლო. კასტრელებს ამის კარგი შანსი წლეულსაც აქვთ.
ფეიქრიშვილი და კომპანია მე-15 ტურში სტუმრად ეთამაშება პარიზულ "სტად ფრანსეს", რომელმაც შარშან თავსდატეხილი ფინანსური კრიზისი წლევანდელი სეზონის წინ დაძლია და ნელ-ნელა პოზიციებს იბრუნებს.
თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ პარიზელებს არასტაბილურობა დასჩემდათ. მაგალითად, გუნდმა, რომელიც პლეი ოფში მოსახვედრად იბრძვის, სტუმრად დიდი ანგარიშით წააგო ერთ-ერთ აუტსაიდერ "ბორდოსთან" - 6:39. ამის მიზეზი "სტად ფრანსეს" მოთამაშეთა უდისციპლინობა იყო.
მატჩის არბიტრმა მოედნიდან ერთმანეთის მიყოლებით სამი პარიზელი გაასინბინა და გუნდს 30 წუთი კაცნაკლულს მოუწია თამაში.
"კასტრი" კი, პირიქით, შესანიშნავად დალაგებული, კარგი დისციპლინით გამორჩეული გუნდია და შედეგსაც შესაბამისს აღწევს. ძნელი სათქმელია, ამ გუნდების დაპირისპირება როგორ დასრულდება. "სტად ფრანსემ" თუ "აიშვა", მისი შეჩერება, ფაქტობრივად შეუძლებელია.
საპლეიოფო ექვსეულშია ბექა შეყლაშვილის "აჟენიც", რომელმაც დღეისთვის 36 ქულა დააგროვა. ჩვენებურის ეს გუნდი შინ ეთამაშება აუტსაიდერ "ბიარიცს", რომელმაც ტრავმის მოშუშების შემდეგ, ცხრა ნომრის, დიმიტრი იაშვილის დაბრუნების შემდეგ საგრძნობლად მოუმატა და შინ ფავორიტი "ტულონი" დაამარცხა.
ბასკურ გუნდს ელიტურ, პირველ დივიზიონში ადგილის შენარჩუნების შანსი ჯერ არ დაუკარგავს და, ცხადია, ბოლომდე თავდადებით იბრძოლებს.
შესაბამისად "აჟენს" საკმაოდ ძნელი ბრძოლოს გადატანა მოუწევს, თუმცა წარმატების შემთხვევაში ჩვენებურის გუნდი სატურნირო მდგომარეობას კიდევ უფრო გაიუმჯობესებს.
პლეი ოფში მოხვედრისთვის იბრძვის მამუკა გორგოძის, გიორგი ჟღენტის, მიხეილ ნარიაშვილისა და გოდერძი შველიძის "მონპელიე", რომელიც ამჯერად სტუმრად ეთამაშება დავით ხინჩაგიშვილის, ვასილ კაკოვინისა და ირაკლი ნატრიაშვილის"ბრივს".
აღსანიშნავია, რომ პლეი ოფში გასვლის თეორიული შანსი ორივე გუნდს აქვს. ამასთან, წარუმატებლობის შემთხვევაში "ბრივს" ბევრად უარესი სატურნირო მდგომარეობა შეექმნება. ამიტომ, მასპინძლები უკანასკნელ ამოსუნთქვამდე იბრძოლებენ და მოღონიერებულ "მონპელიეს" იოლად არაფერს დაუთმობენ. ასევე საინტერესო იქნება ქართველი მორკინალების დაპირისპირებაც.
XV ტური აჟენი-ბიარიცი, ბაიონი-ბორდო, სტად ფრანსე-კასტრი, ტულუზი-ლიონი, ბრივი-მონპელიე, პერპინიანი-მეტრო რასინგი, კლერმონი-ტულონი. სატურნირო მდგომარეობა1. ტულუზი - 51 ქულა, 2. კლერმონი - 46, 3. კასტრი - 40, 4. ტულონი - 39, 5. აჟენი - 36, 6. მეტრო რასინგი - 34, 7. სტად ფრანსე - 34, 8. მონპელიე - 31, 9. ბორდო - 26, 10. პერპინიანი - 25, 11. ბრივი - 24, 12. ბაიონი - 22, 13. ლიონი - 20, 14. ბიარიცი - 19.

ფილიპ სენტ-ანდრემ რაზმი გადაახალისა
საფრანგეთის ნაკრების ახალმა თავკაცმა ფილიპ სენტ-ანდრემ ექვსი ერის გათამაშებაში მონაწილე ქვეყნებიდან, პირველმა დაასახელა "ლე ბლოს" გაფართოებული, 30-კაციანი შემადგენლობა.
ფრანგთა ახალი თავკაცი 4 თებერვალს, იტალიის ნაკრებთან სათამაშოდ 22 მორაგბეს სწორედ ამ სიიდან შეარჩევს.
სენტ-ანდრეს ფორმაციის ნაკრებში ძალზედ ბევრია ფრანგული გრანდის, "ტულუზის" მოთამაშეები. ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა ეროვნულ გუნდში 12 მორაგბე მიავლინა. სულ კი ფრანგთა განაცხადში, მსოფლიოს თასზე მოასპარეზე 30 მორაგბედან მხოლოდ 22 მოხვდა.
"ლე ბლოს" ახალმა თავკაცმა ეროვნულ გუნდში დააბრუნა ტულუზელი ლიონელ ბუქსი, რომელმაც ბოლოს ნაკრების კვართი 2009 წელს მოირგო. ეს მორაგბე წლეულს საფრანგეთის ჩემპიონატში შესანიშნავად ასპარეზობს და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ ეტაპზე საფრანგეთში საუკეთესოა.
"ტულუზის" შემდეგ ნაკრებში ყველაზე მეტი მორაგბე დავით ზირაქაშვილის "კლერმონიდან" მოხვდა. "ვუკანებმა" ეროვნულ გუნდში რვა მორაგბე მიავლინეს, მათ შორის დებიუტანტი, შუამარბი ვესლი ფოფანა.
საფრანგეთის ნაკრებიპირველი ხაზი: ვინსან დებატი (კლერმონი), ფაბიენ ბარსელ (ბიარიცი), ლუკ დუკალკონი (კასტრი), ჟან-ბატისტ პუ, ვილიამ სერვა (ორივე-ტულუზი), დიმიტრი სჟარჟევსკი (სტად ფრანსე), ნიკოლა მასი (პერპინიანი).
მეორე ხაზი: პასკალ პაპე (სტად ფრანსე), იოან მაესტრი, რომენ მიო-შლუსკი (ორივე-ტულუზი), ჟულიენ პიერი (კლერმონი).
მესამე ხაზი: ჟულიენ ბონერი (კლერმონი), იანიკ ნიანგა, ტიერი დუსოტუარი, ლუი პიკამოლი (ყველა-ტულუზი), იმანოლ არინორდოკი (ბიარიცი), ფულენსე უოდრაოგო (მონპელიე)
#9: მორგან პარა (კლრმონი), დიმიტრი იაშვილი (ბიარიცი)
#10: ფრანსუა ტრინ-დუკი (მონპელიე), ლიონელ ბუქსი (ტულუზი).
#12-13: მაქსიმ მერმოსი (პერპინიანი), ორელიან რუჟერი, ვესლი ფოფანა (ორივე-კლერმონი), იან დავიდი (ტულუზი)
#11-14: მაქსიმ მედარი, ვინსენ კლერი (ორივე-ტულუზი), ალექსის პალისონი (ტულონი)
#15: ჟულიენ მალზიო (კლერმონი), კლემან პუატრენო (ტულუზი).
ექვსი ერი 4 თებერვალი საფრანგეთი-იტალია, შოტლანდია-ინგლისი
5 თებერვალიირლანდია-უელსი
11 თებერვალიიტალია-ინგლისი, საფრანგეთი-ირლანდია
12 თებერვალი უელსი-შოტლანდია
25 თებერვალი ირლანდია-იტალია, ინგლისი-უელსი
26 თებერვალიშოტლანდია-საფრანგეთი
10 მარტი უელსი-იტალია, ირლანდია-შოტლანდია
11 მარტი საფრანგეთი-ინგლისი
17 მარტი იტალია-შოტლანდია, უელსი-საფრანგეთი, ინგლისი-ირლანდია

უცხოური რაგბი - 6 ერი
ავტორი : ბესიკ ჯანგავაძე
Subscribe to:
Posts (Atom)