Jan 4, 2012

Georgia President recognises rugby excellence



 
Georgia President recognises rugby excellence
Georgia's former national coach Richie Dixon has been honoured by the country's President
The President of Georgia, Mikheil Saakashvili, has awarded the Georgian Rugby Union President George Nijaradze and the nation's former national team coach Richie Dixon with the Honorary Orders of Excellence.
Nijaradze and Dixon, who was also involved in a development and consultancy role with the Georgian Rugby Union, were awarded the accolades for special contribution to development of rugby in Georgia and outstanding international achievements.
“I highly appreciate your long-term activity, which finally yielded its results this year and showed how dramatically Georgia progressed in rugby," said President Saakashvili at the ceremony, held in Kvareli in the Kakheti Region.
"Sport is a crucial part of the mainstream process, which will transform Georgia into a top level country.
“By participating in Rugby World Cup 2011 in New Zealand this autumn, Georgia made a bold statement; we showed that Georgian rugby stepped onto a new, higher stage of development.
“We plan to promote and further develop Georgian rugby by means of new governmental support programmes.
“I would like to once again thank Georgian national rugby coach and the President of the Georgian Rugby Union. Both of you achieved your goals, and we are grateful for this,” added President Saakashvili.

Ambitious Georgia building for RWC 2015




Ambitious Georgia building for RWC 2015
Georgia realised their primary goal of RWC 2011 by beating Romania, but have far higher expectations for 2015
Results and analysis of Rugby World Cup 2011 suggest that the Tier 2 nations have improved greatly between the last two tournaments and are expected to make another leap by the time RWC 2015 arrives. But will that jump see them competing with the top teams in England? Georgian Rugby Union President George Nijaradze believes it will.



Nijaradze saw his team achieve their pre-tournament goal in defeating Romania and giving Argentina and Scotland all they could handle in New Zealand. Achieving 2011's one-win objective was one thing but Nijaradze and his ambitious organisation are targeting the quarter-finals next time round and feel it's a realistic aspiration.

“I hope that at the end of the next four-year cycle we can surprise a lot of people,” explained Nijaradze. “Our target is very clear. We want to be a part of the Tier 1 countries. We have this potential because we have the support of our government for the next four years and we also have support from the private sector, so we’re now looking to build our infrastructure.”

That infrastructure will be the stadia they can now build on the land provided by the government (many of which will be ready for use this spring), and which will be used to help improve the quality of the domestic competition. Although the vast majority of the Georgian national squad play their club rugby in France, the GRU are very proud that nine of the RWC 2011 squad played in Georgia (there were none in the RWC 2007 squad). However, Nijaradze feels there are more benefits than problems to having players based abroad. 

“Playing in France has been a great opportunity for our top players, and keeps them on the high level. Yes, it can be a problem with the releasing of players, but we are looking for alternatives, and we hope that one of them will be the UK. A couple of our boys have played for Gloucester 2nd XV. And next year we will be sending another five guys to England.”

Quality not quantity
While expanding the domestic league is vital, it’s not all about quantity for Georgia. In the four years since 2007, the number of registered rugby players in the country has doubled from 2,600 to 5,289, and Nijaradze is confident that there is potential to increase it to as many as 30,000 “in six or seven years”. But Nijaradze also believes there is more to their progress than that. 

“The number of players does not itself solve all problems. You can increase the number of players or clubs, but the main thing is to increase the quality. Without the quality, numbers don’t work.” 

That is why the GRU are putting their efforts into acquiring foreign coaches like Scotsman Richie Dixon (the former head coach who’s now consulting on development) and various others from the UK and New Zealand – and not just for the top level. 

“We have invited specialists from abroad to help with education, and to help increase the competitiveness of the domestic competition. They will not just be helping us with the national team, but with developing our academies, which is very important to us now.”

The part played by Nijaradze and his team in this plan should not be underestimated. There are roughly 40 people employed by the GRU, and although the side may not be as high-profile as the Englands and Australias of this world, Nijaradze’s role can be even more demanding than that of his Tier 1 counterparts.

“This job is a huge responsibility,” he said. “You have to carry a very heavy weight on your shoulders. It’s much more difficult to be the president of a Tier 2 nation than a Tier 1 nation. It’s 24 hours a day, seven days a week, no holidays if you want to achieve some results. But this is our choice. It’s because we love rugby – it’s part of our lives. Anyone who touches rugby once ... it’s forever.”

A great World Cup
So, to make all that work worthwhile, what is the one thing that Nijaradze would most like to see happen, to help Georgia and the other Tier 2 sides close that gap to the top sides?

The Georgian President is adamant: “The most important thing – and it’s what everyone is talking about after the last World Cup – is that the Tier 2 nations need more games against the Tier 1 countries. Our countries have showed the world that the gap is less and less, so we need to be playing Tier 1 countries once or twice a year, and we need a new tournament between us and other Tier 2 countries.”

Nijaradze is confident that the hypothetical tournament could happen. He will be meeting the other Tier 2 presidents in America in February, and hopes the new tournament might start from 2013.

But whether or not the new competition gets off the ground, Nijaradze firmly believes Georgia and the ever-improving Tier 2 nations are going to make RWC 2015 the best ever.

“The World Cup in England will be completely different,” he insisted. “Not just the level of games, but everything else. It is going to be a great World Cup, I am more than sure of that.”

მილტონ ჰეიგი - 20 იანვრიდან ოფიციალურად


მწვრთნელის დანიშვნის საკითხი მუდამ ლატარიასავითაა. არავინ იცის, მოერგება თუ არა ის გუნდს. ეს მომავალში გამოჩნდება, თუმცა, მრავალი მიზეზის გამო, არჩევანი მილტონ ჰეიგზე შევაჩერეთ და გვწამს, რომ ის შედეგს მიაღწევს”, - თქვა საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გია ნიჟარაძემ “ბორჯღალოსანთა” მთავარი მწვრთნელის დანიშვნასთან დაკავშირებულ პრესკონფერენციაზე.
ძნელია არ დაეთანხმო ნიჟარაძეს. სპორტის სხვადასხვა სახეობებშიმრავლად გვინახავს მქუხარე სახელ-გვარის სპეციალისტების (უფრო - მათ იმედად მყოფი გულშემატკივრები) გაწბილება. რას მოუტანს საქართველოს ნაკრებს ჰეიგის ხანა, მომავალში გამოჩნდება, ახლა კი, ამ სპეციალისტზე მხოლოდ მისი წარსულის გადახედვით შეგვიძლია მსჯელობა.
ჰეიგს უთამაშია ახალი ზელანდიის სამხრეთ კუნძულის და საუთლენდის პროვინციის 16 და 18 წლამდე მორაგბეთა გუნდებში, 1982-88 წლებში გამოდიოდა საუთლენდის პროვინციის ნაკრებში, 1980 წელს იყო “ოლ ბლექსის” 17-წლამდელთა, ხოლო 1982 წელს 19-წლამდელთა ნაკრების წევრი. 1990-96 წლებში “ბეი ოვ ფლენთის” რიგებში ჩაატარა 48 მატჩი, 1992 წელს თამაშობდა ზელანდიურ კლუბებში – “მარისტში და “პრეზიდენტ XV”-ში. ნათამაშები აქვს სამხრეთაფრიკულ და ინგლისურ კლუბებშიც. ის 9 ნომრის პოზიციაზე ასპარეზობდა.
რაც შეეხება სამწვრთნელო კარიერას, ჰეიგი მოთამაშ მწვრთნელი იყო ედინბურგის “პრესტონ ლიჯში”, 2000-2002 წლებში “ბეი ოვ ფლენთის” მთავარი მწვრთნელის ასისტენტი იყო, 2003-2007 წლებში კი, “ვანგანუის” მთავარ მწვრთნელად მუშაობდა. ამ პერიოდში გახდა ახალი ზელანდიის ადგილობრივი ჩემპიონატის მესამე დივიზიონის ჩემპიონი, ხოლო 2006-2007 წლების სეზონში, ასევე ადგილობრივი პირველობოს ჰართლენდის ჩემპიონატის ფინალში გავიდა. 2000-იან წლებში ჰეიგი ახალი ზელანდიის 17 და 19-წლამდელთა ნაკრებში, სპეციალისტ-მწვრთნელად მუშაობდა. 2010-2011 წლებში იგივე ფუნქციას ასრულებდა 20-წლამდელთა ნაკრებში, ხოლო 2007 წელს ახალი ზელანდიის რაგბის კავშირში სპეციალისტ-მწვრთნელი გახლდათ. 2006-07 წლებში ქვეყნის ბავშვთა და მოზარდთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტი იყო, 2008 წელს - “მაორების” მთავარი მწვრთნელის ასისტენტი, ხოლო 2009-2011 წლებში - “სთილერზის” მთავარი მწვრთნელი და რაგბის განვითარების ხელმძღვანელი.
მომავალი წლიდან ჰეიგს საქართველოს რაბის კავშირთან ოფიციალური კონტრაქტი დააკავშირებს, რომლის მიხედვითაც, ის ჩვენს ქვეყანაში 2+2 სისტემით უნდა დარჩეს. ამასთან, შეთანხმებაში ჩადებულია პუნქტი, რომლის მიხედვითაც, თუ ქართულ მხარეს რაიმე არ დააკმაყოფილებს, ზელანდიელთან კონტრაქტის გაწყვეტის უფლება ექნება. მილტონი ანაზღაურების სახით თვეში 9 ათას ევროს მიიღებს, რაც ბევრი ნამდვილად არაა (ტიმ ლეინი თვეში 10 ათასს იღებდა).
ქართული მხარის პირობების თანახმად, ჰეიგმა ეროვნულ გუნდთან მუშაობის პარალელურად, თავისი ცოდნა რაგბის აკადემიას და ქართველი მწვრთნელების განვითარებას უნდა მოახმაროს. მას პირობა უნდა დაედო, რომ მინიმუმ 7 თვეს ჩვენს ქვეყანაში გაატარებდა, თუმცა, თავად გამოთქვა სურვილი და მთელი წლის განმავლობაში საქართველოში იქნება. 20 იანვარს იგეგმება მისი ოფიციალური წარდგენა სპორტის სამინისტროში, ივნისში კი, ჩრდილოამერიკული ტურნეს მოვლის შემდეგ, მილტონი საქართველოში ოჯახს - მეუღლესა და ორ შვილს ჩამოიყვანს.
ჰეიგის ერთ-ერთი ასისტენტი მისი თანამემამულე კრის გიბსი იქნება, რომელსაც “ვაიკატოს” მთავარი მწვრთნელის თანამდებობასთან მოქმედი კონტრაქტი ჯერ კიდევ აკავშირებს. ასევე, “ბორჯღალოსანთა” ახალ თავკაცს კონსულტანტობას გაუწევს და ხშირ შემთხვევაში უშუალოდ ნაკრებთან იმუშავებს ლეგენდარული ახალზელანდიელი ტანა უმაგა. ნაკრებში მწვრთნელად რჩება ილია მაისურაძე და მას ემატება მეორე ქართველი, მეორე ილია - ზედგინიძე. ზედგინიძე საფრანგეთში ქართველ მორაგბეებზე ინფორმაციას შეაგროვებს და ნაკრების ყველა შეკრებაზე გუნდთან ერთად იქნება.
პრესკონფერენციაზე ნიჟარაძემ იმ პროცედურებზე ისაუბრა, რაც ახალი მწვრთნელის შერჩევას თან ახლდა. სრკ-ს წარმომადგენლები რაგბის საერთაშორისო საბჭოსთან (IRB) ერთად რამდენიმე ფრონტზე მუშაობდნენ. თავად ნიჟარაძე, რომელიც მსოფლიო თასის დასრულებამდე ზელანდიაში იმყოფებოდა, ადგილობრივ ფედერაციასთან ერთად არჩევდა სასურველ კანდიდატს, სხვები მომავალ მწვრთნელს საფრანგეთსა და ბრიტანეთში ეძებდნენ. ამასთან, IRB-ს ვებგვერდზე განთავსებული იყო განცხადება და საბოლოოდ, კანდიდატთა ლამის 60-კაციანი სია შედგა.
ამ მხრივ იყო კურიოზული მომენტებიც. მაგალითისთვის ორი ითქვა: ერთი - საქართველოს ნაკრებში მუშაობის სურვილი სომეხმა სპეციალისტმა გამოთქვა და მეორე - ნაკრების ჩაბარების სურვილი 22 წლის “სტაჟიორს” გაუჩდა. გამოხშირვის შედეგად დარჩა სამი მიმართულება - ზელანდიური, ფრანგული და ბრიტანული. საფრანგეთში 7-8 მწვრთნელის კანდიდატურა განიხილებოდა, მათ შორის, ცნობილებისაც. საბოლოო მოლაპარაკების შემდეგ, მათი პირობები ქართულ მხარეს არ აკმაყოფილებდა და ამასთან, ყველა კანდიდატმა, ერთმანეთის მიყოლებით, ჩვენებურთა პირობებზე უარი განაცხადა. დაახლოებით მსგავსი სიტუაცია იყო ბრიტანეთშიც, სადაც ცნობილმა ინგლისელმა სპეციალისტმა თავისი სამწვრთნელო გუნდისთვის ხელფასის სახით წელიწადში მილიონი გირვანქა მოითხოვა.
მოკლედ, შერჩეული ვარიანტებიდან დარჩა ჰეიგი, რომელზეც ნიჟარაძემ თქვა: “ახალი ზელანდიის რაგბის კავშირმა პირველად სწორედ ეს ვარიანტი შემოგვთავაზა. მოგვიანებით, ისე რომ არაფერი იცოდა, “კლერმონის” მთვარმა მწვრთნელმა, რომელთანაც დაახლოებით 35 წუთი ვისაუბრე, სწორედ ეს ვარიანტი მირჩია და ჩვენც მასზე შევჩერდით. მოგვიანებით ამ კაცს რიჩი დიქსონი დაახლოებით 40 წუთი ესაუბრა და ვფიქრიბთ, საუკეთესო ვარიანტი შევარჩიეთ. ის საქართველოში იცხოვრებს და ყველა ნაკრების კოორდინატორად იმუშავებს”.
საქართველოს რაგბის კავშირს არჩევანი ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა რიჩი დიქსონმაც მოუწონა, რომელიც მომდევნო ოთხ წელიწადს ჩვენს ქვეყანაში IღB-ს რაგბის განვითარების პროგრამით გაატარებს და ღმერთმა ქნას, ამ არჩევანმა გაამართლოს. თუ არა და, სრკ-ს ახალ მთავარ მწვრთნელთან გასაფორმებელ კონტრაქტში ჩადებული აქვს პუნქტი, რომლის მიხედვითაც მისი უპრობლემოდ დათხოვნა ვადაზე ადრე შეუძლია და ამ დროს, სათადარიგო ვარიანტად ყველაზე სასურველი, დიქსონთან ერთად “ბორჯღალოსნებისთვის” უკვე კარგად ნაცნობი, ამჟამად “ედინბურგის” მთავარი მწვრთნელის, მაიკლ ბრედლის ვარიანტი რჩება, რომელსაც კლუბთან შეთანხმება 2013 წელს უსრულდება.
 
ზურა ქსოვრელი

IRB: ქართველების ამბიციური გეგმები 2015 წლისთვის


10:20 04-01-2012
2011 წლის დასრულებით, ქართული რაგბის განვითარების ერთი, ოთხწლიანი ეტაპი დასრულდა. ამჯერად კი, ახალი წლის დადგომასთან ერთად, მორიგი, ახალი ოთხწლიანი ციკლი იწყება. განსხვავება წარსულსა და აწმყოს შორის ისაა, რომ ამიერიდან საქართველოს რაგბის კავშირს გაათმაგებული, რუტინული შრომა მართებს, რადგან ჩვენი გუნდისგან ყველა, მთელი მსოფლიოს სარაგბო სამყარო უფრო მეტს ელის და მოითხოვს, ვიდრე აქამდე. 

რაგბის საერთაშორისო საბჭოს (IRB) ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნდა წერილი, რომელიც საქართველოს რაგბის კავშირის სამომავლო გეგმებს ეხება. ავტორს ის ძალიან ამბიციურად მოეჩვენა და სათაურიც ასე დაარქვა "საქართველოს ამბიციური გეგმები 2015 წლისთვის". გთავაზობთ ამონარიდს ამ წერილიდან: 

"2011 წლის მსოფლიოს თასის შედეგებმა და ანალიზმა გვიჩვენა, რომ რაგბის მეორე დონის ქვეყნები აშკარა პროგრესს განიცდიან. მოსალოდნელია, რომ 2015 წლის მსოფლიოს თასისთვის ისინი კიდევ უფრო მოუმატებენ და, ვფქირობთ, რომ ინგლისში ბობოლებს დიდ პრობლემებს შეუქმნიან. 

ამაში დარწმუნებულია საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი გიორგი ნიჟარაძეც. 

ნიჟარაძემ და მისმა გუნდმა მიზნად დაისახა ახალ ზელანდიაში ჯგუფურ ტურნირზე რუმინეთის დამარცხება და არგენტინისა და შოტლანდიის ნაკრებებთან ღირსეულად თამაში. ეს მიზანი მიღწეულია. 

ახლა ამბიციურ ქართველებს ერთი გამარჯვება აღარ აკმაყოფილებთ და მომდევნო მსოფლიოს თასის გათამაშებაში მეოთხედფინალს უმიზნებენ. მათი ეს მისწრაფება, ვფიქრობთ, რეალისტურია. 

- იმედი მაქვს, რომ მომდევნო ოთწლიანი ციკლის ბოლოს ჩვენ ძალიან ბევრს გავაოცებთ. ჩვენი მიზანი ნათელია. გვინდა პირველი დონის გუნდებს შორის დავიმკვიდროთ ადგილი. ჩვენ გვაქვს პოტენციალი, სრული მხრადაჭერაა როგორც სახელმწიფოს, ისე კერძო სექტორის მხრიდან. ასე რომ, ახლა სარაგბო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე ვზრუნავთ - გვითხრა გიორგი ნიჟარაძემ. 

ინფრასტრუქტურას, ანუ სარაგბო სტადიონებს ქართველები იმ მიწაზე აშენებენ, რომელიც სახელმწიფომ უსასყიდლოდ გადასცა. ეს მოედნები შიდა ჩემპიონატის დონეს აამაღლებს. მიუხედავად იმისა, რომ საუკეთესო ქართველ მორაგბეთა უმრავლესობა საფრანგეთის გუნდებში თამაშობს, საქართველოს რაგბის კავშირში ამაყობენ იმით, რომ 2011 წლის მსოფლიოს თასზე ნაკრებში ეროვნულ ჩემპიონატში მოასპარეზე ცხრა მორაგბე ირიცხებოდა. (2007 წელს გამართულ მსოფლიოს თასზე ასეთი არავინ იყო.)

თუმცა, ნიჟარაძეს მიაჩნია, რომ უცხოეთში მოთამაშეების გადინებას უფრო მეტი სარგებელი მოაქვს, ვიდრე პრობლემები: 
- საფრანგეთში ჩვენი მორაგბეების თამაში მათთვის შესანიშნავი შესაძლებლობაა იასპარეზონ მაღალი დონის რაგბიში. იქ ახლა გარკვეული პრობლემები გვექმნება, მაგრამ ჩვენ ვეძებთ ალტერნატივას. იმედი გვაქვს, რომ ერთ-ერთი იქნება დიდი ბრიტანეთი. 

ორმა ქართველმა მორაგბემ უკვე ითამაშა ინგლისური "გლოსტერის" სათადარიგო გუნდში. წლეულს კი, ინგლისში კიდევ ხუთ ახალგაზრდა მორაგბეს გავაგზავნით. 

რაოდენობა ხარისხის არ ნიშნავსსაქართველოს ჩემპონატის სხვადასხვა დივიზიონებში გუნდების და შესაბამისად მოთამაშეების რაოდენობის ზრდა ქართული რაგბისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ოთხი წლის წინათ ოფიციალურად დარეგისტრირებული იყო 2 600 მორაგბე, დღეისთვის მათი რიცხვი თითქმის გაორმაგდა და 5 289-ს მიაღწია. ნიჟარაძეს მიაჩნია, რომ საქართველოს აქვს პოტენციალი ექვს-შვიდ წელიწადში ეს რიცხვი 30 000-მდე გაიზარდოს. 

- მოთამაშეების რაოდენობის ზრდა თავისთავად ვერ გადაწყვეტს პრობლემას. შეიძლება გუნდებისა და მოთამაშეების რაოდენობა გაზარდო, მაგრამ, მთავარია, მათი ხარისხი ამაღლდეს. ამის გარეშე არაფერი გამოვა - დასძინა გიორგი ნიჟარაძემ.

აი რატომ არის, რომ საქართველოს რაგბის კავშირში სერიოზულად მუშაობენ უცხოელი სპეციალისტების მიწვევაზე. რიჩი დიქსონი, რომელიც საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელი იყო, ახლა რაგბის კავშირის კონსულტანტია. მის გარდა ასევე იმუშავებენ მწვრთნელები ახალი ზელანდიიდან და დიდი ბრიტანეთიდან. 

- ჩვენ მოვიწვიეთ უცხოელი სპეციალისტები საიმისოდ, რომ განათლებაში მოგვეხმარონ. ისინი არა მარტო ეროვნულ გუნდთან იმუშავებენ, არამედ დაგვეხმარებიან ჩვენი სარაგბო აკადემიის განვითარებაში, მისი მუშაობის დახვეწაში, რაც ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია. - თქვა საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა. 

გიორგი ნიჟარაძისა და მისი გუნდის დამსახურების შეუფასებლობა არ იქნება სწორი. საქართველოს რაგბის კავშირში ორმოცამდე თანამშრომელია. მართალია, მათი საქმიანობა ისეთი მყვირალა არ არის, როგორიც ინგლისის და ავსტრალიის რაგბის კავშირების, მაგრამ თამამად შეიძლება ითქვას, რომ ნიჟარაძის წვლილი რაგბის განვითარების საქმეში უფრო მეტია, ვიდრე მისი "ბობოლა" კოლეგების. 

- ეს სამუშაო, უწინარესად, უდიდესი პასუხისმგებლობაა. გაცილებით რთულია იყო მეორე დონის ქვეყნის რაგბის კავშირის პრეზიდენტი, ვიდრე პირველი დონის ქვეყნის რაგბის ხელმძღვანელი. ეს არის სამუშაო დღე-ღამეში 24 საათი, შვიდი დღე კვირაში, ყოველგვარი უქმეების გარეშე. თუ გინდათ რაიმე შედეგს მიაღწიო, სწორედ ამ რეჟიმში უნდა იმუშაო. მაგრამ ეს ჩვენი არჩევანია. ეს იმიტომ ავირჩიეთ, რომ რაგბი გვიყვარს. ის ჩვენი ცხოვრების ნაწილია. ნებისმიერი, ვისაც თუნდაც ერთხელ ჰქონია შეხება რაგბისთან, სამუდამოდ იქ რჩება" - დაასკვნა გიორგი ნიჟარაძემ. 

უდიდესი მსოფლიოს თასი ერთი სიტყვით, ყოველივე ეს ღირს იმად, რომ მეორე დონის სარაგბო ქვეყნები ელიტურს დაუახლოვდნენ. საამისოდ კი აუცილებელია, რომ ამ გუნდებმა ერთმანეთან ხშირად ითამაშონ. თებერვალში ამერიკაში გაიმართება მეორე დონის სარაგბო ქვეყნების ხელმძღვანელთა შეხვედრა, სადაც სავარაუდოდ, ახალი ტურნირის ორგანიზებაზე შეთანხმდებიან და ის 2013 წელს გაიმართება. 

ეს ცხადია, ამ ქვეყნების სათამაშო დონის ამაღლებას განუხრელად ხელს შეუწყობს. გიორგი ნიჟარაძეს მტკიცედ სჯერა, რომ საქართველოსა და სხვა მეორე დონის ქვეყნების გუნდებს, შეუძლიათ ინგლისში გასამართი მსოფლიოს თასი საუკეთესოდ აქციონ. 

- ინგლისში გასამართი მსოფლიოს თასის გათამაშება სრულიად სხვანაირი იქნება, არა მარტო სათამაშო დონით, არამედ სხვა დანარჩენითაც. ეს იქნება მსოფლიოს უდიდესი ჩემპიონატი. ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული - თქვა გიორგი ნიჟარაძემ. 

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ქართული რაგბი - სხვადასხვა

მამუკა გორგოძე: დიდი მადლობა ყველას, ჩემთვის ამაზე დიდი ჯილდო არ არსებობს!



10:00 29-12-2011
საქართველოს ნაკრებისა და "მონპელიეს" მესამეხაზელი მამუკა გორგოძე საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ საქართველოს 2011 წლის საუკეთესო სპორტსმენად დაასახელა. 

გორგოძეს ეს აღიარება, ცხადია, კანონზომიერი იყო. წლეულს მან შესანიშნავად იასპარეზა როგორც "ბორჯღალოსანთა" რიგებში, ისე საფრანგეთის ჩემპიონატში. მამუკა ფრანგულმა მედიამ, ჯერ სპორტულმა გაზეთმა "ეკიპმა", ხოლო ოდნავ მოგვიანებით ყოველდღიურმა სარაგბო გაზეთმა "მიდი ოლიმპიკმა" საფრანგეთის ჩემპიონატის საუკეთესო უცხოელ მორაგბედ დაასახელა. 

მსოფლიოს თასის გათამაშებისას კი, ჯგუფურ ეტაპზე, ის ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს. 

უკვე ტენდენციად ყალიბდება - 2010 წელს საუკეთესო სპორტსმენად დავით ზირაქაშვილი აღიარეს, წლეულს კი მამუკა გორგოძე. 

ქვეყნის საუკეთესო სპორტსმენს მონპელიეში დავუკავშირდით. 

- ცხადია, ძალიან გახარებული ვარ. სპორტსმენისთვის ამაზე დიდი ჯილდო, როცა საუკეთესოდ შენი ქვეყანა გაღიარებს, სხვა რა უნდა იყოს. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ყველას, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო. 

- როგორ გაიხსნებეთ წლევანდელ სეზონს? რას ფიქრობთ, რატომ დაგასახელეს საქართველოს 2011 წლის საუკეთესო სპორტსმენად?- წლეულს მართლაც შესანიშნავი სეზონი მქონდა. ასე არასდროს მითამაშია. თან ყველაფერი ერთმანეთს დაემთხვა. საფრანგეთის ჩემპიონატში, "მონპელიეს" ისტორიაში პირველად გავედით ფინალში. გაზეთებმა "ეკიპმა" და "მიდი ოლიმპიკმა" საუკეთესო ლეგიონერად დამასახელა. 

მოგვიანებით, მსოფლიოს თასზე ვითამაშეთ და ოთხიდან ორ მატჩში საუკეთესო მოთამაშედ დამასახელეს. არ ვიცი, ალბათ, სწორედ ყოველივე ამის გამო დამასახელეს საქართველოს საუკეთესო სპორტსმენად. 

- წლევანდელი სეზონი მიილია. საერთო აღიარებით ის წარმატებული იყო ქართული რაგბისთვის, რაზეც თუნდაც თქვენი ეს გამარჯვება მეტყველებს. რას პირდებით რაგბის ქართველ ქომაგებს მომავალში?- რამდენადაც ეს ამბავი კარგია, იმდენად ჩემთვის მეტად საპაუხისმგებლოა. უფლება არ მაქვს სამომავლოდ თუნდაც ერთი მატჩი ჩავაგდო. რომ ვთქვა უფრო მეტად მოვინდომებო, არ იქნება სწორი, მე არც აქამდე დამიზოგავს არასდროს თავი ნაკრებში და კლუბშიც თამაშისას. 

- მომავალი წლიდან მორიგი, ახალი ოთხწლიანი ციკლი იწყება. ეროვნულ ნაკრებს ახალი ახალზელნდიელი მწვრთნელები ჰყავს. რა იცით მათზე და როგორი იქნება ჩვენ ეროვნული გუნდის მომავალი?- ახალ მწვრთნელებს არ ვიცნობ, თუმცა აქ, საფრანგეთში ახალზელანდიელ მორაგბეებს დავეკითხე და ყველამ აქო. კარგი მწვრთნელები არიანო. მომავალი წელი, მართალია, მსოფლიოს თასის საკვალიფიკაციო არ არის, მაგრამ ინგლისის მსოფლიოს თასისთვის მზადება ხვალიდანვე უნდა დავიწყოთ. 

პირველი თამაში ერთა თასზე უკრაინაში გვაქვს და, ვფიქრობ, რომ იქ შესუსტებული შემადგენლობით არ უნდა გავემგზავროთ. ყველა თამაში, ნებისმიერ მეტოქესთან გუნდის შენებისთვის უნდა გამოვიყენოთ. ამასთან, ისიც გასათვალისწინებელია, რომ წაგება, ვისთანაც უნდა იყოს, არაფრით შეიძლება. თორემ ეს სიმწრით, დიდი შრომითა და ჯაფით მოპოვებული ქართული რაგბის ავტორიტეტი საპნის ბუშტივით გაქრება. 

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ქართული რაგბი - ეროვნული ნაკრები

ქართულ-რუმინული ჯახი Getty Images-ის ფოტოკონკურსში



11:21 04-01-2012
საინფორმაცო სააგენტო Getty Images-მა წლის საუკეთესო სპორტული ფოტოები გამოავლინა. ასეთი სააგენტოს 45 დაუგროვდა. 

მათ შორის ერთ-ერთი ეს ფოტოცაა, რომელზეც ახალ ზელანდიაში გამართულ მსოფლიოს თასის გათამაშებაში საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებების ერთ-ერთი ეპიზოდია გამოსახული.  

საქართველოს ნაკრების მგეზავი ლაშა ხმალაძე, რომელიც იმ მატჩში ფულბეკის პოზიციაზე გაისარჯა, მეტოქის ფულბეკ იულიან დუმიტრაშშს ნახტომში, ჰაერში შეეჯახა. შედეგად რუმინელი შესაცვლელი შეიქნა. უკანა პლანზეა საქართველოს ნაკრების მესამეხაზელი მამუკა გორგოძე. 

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ხუთი ლიდერი და გიორგაძის დებიუტი


საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, პირველ დივიზიონში, მე-14 ტურის შეხვედრაში, ფრანგული გრანდის, "ტულუზის" შემადგენლობაში პირველად ითამაშა ქართველმა მორაგბემ აქვსენტი გიორგაძემ. 

სატურნირო ცხრილის პირველი ხუთი საფეხური კი ქართველ მორაგბეთა გუნდებს უკავიათ. საპლეიოფო ექვსეულს მიუახლოვდა კიდევ ერთი "ქართული გუნდი" "მონპელიე".

გათამაშებას დამაჯერებლად ლიდერობს ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი "ტულუზი", რომელმაც მე-14 ტურში შინ მიიღო ბასკური "ბაიონი" და 30:15 დაამარცხა. ამ შეხვედრაში შესანიშნავად ითამაშა ტულუზელთა მგეზავმა ლიონელ ბუქსიმ, რომელმაც რვა საჯარიმო და ორი არეკნი გაიტანა. 

ტულუზელთა რიგებში პირველად გამოჩნდა საქართველოს ნაკრების შერკინების კვაჭი აქვსენტი გიორგაძე, რომელმაც 49-ე წუთზე საფრანგეთის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი და მსოფლიოს სიმბოლურ ნაკრებში მოხვედრილი ვილიამ სერვა შეცვალა. 

აღსანიშნავია, რომ სერვა 11 იანვარს საფრანგეთის რაგბის ნაცინალური ლიგის სადისციპლინო სხდომაზეა დაბარებული და დისკვალიფიკაცია ემუქრება. ამდენად, შესაძლებელია, გიორგაძემ გუნდის ძირითად შემადგენლობაში გადაინაცვლოს. მით უფრო, რომ "გლობუსამ" "ბაიონთან" მატჩში დაკისრებულ მოვალეობას თავი შესანიშნავად გაართვა. 

"ტულუზს" ხუთი ქულით ჩამორჩება და მეორე ადგილზეა დავით ზირაქაშვილის"კლერმონი", რომელმაც სტუმრად ფრედ ითამაშა გურამ კავთიძისა და ტარიელ რატიანიძის "ლიონთან" - 6:6. ლიონელებმა, რომლებიც 20 ქულით ბოლოსწინა ადგილზე არიან, უკანასკნელ ტურებში აშკარად უმატეს. მათი შერკინება ტოლს არავის უდებს და, შესაბამისად, დამაკმაყოფილებელ შედეგსაც აღწევენ. შინ მრსიხანე "ვულკანებთან" ფრე ლიონელოებს ნამდვილად აქტივში უნდა ჩაეთვალოს. 

კავთიძე თამაშში 64-ე წუთიდან ჩაერთო, რატიანიძესა და ზირაქაშვილს არ უთამაშიათ. 

"კლერმონს" ექვსი ქულით ჩამორჩება და მესამე ადგილზეა ანტონ ფეიქრიშვილის"კასტრი", რომელმაც შინ შანსი არ დაუტოვა კატალონიურ "პერპინიანს" -33:6. კასტრელები მატჩის დასაწყისიდან ბოლომდე აშკარა სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ და ცხადი იყო, სტუმრები ვერას გახდებოდნენ. მასპინძლებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ მათი ყოფნა ლიდერებში ზედიზედ ორი სეზონის განმავლობაში კანონზომიერებაა. 

"კასტრს", წესით პლეი ოფში მოხვედრა არ უნდა გაუჭირდეს, თუმცა ჩემპიონობისთვის უმწვავესი ბრძოლების გადატანა მოუწევს. 

ფეიქრიშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და მატჩის 73-ე წუთზე შეცვალეს. 

"კასტრს" ერთი ქულით ჩამორჩება და მე-4 ადგილზეა დავით ქუბრიაშვილის, ლევან ჩილაჩავასა და კონსტანტინე მიქაუტაძის "ტულონი", რომელმაც ყველასთვის მოულოდნელად სტუმრად წააგო აუტსაიდერ "ბიარიცთან" - 6:25. ბასკური გუნდი საგრძნობლად გამოაცოცხლა ტრავმამოშუშებული ქართული წარმოშობის ცხრა ნომერის,დიმიტრი იაშვილის დაბრუნებამ. "იაშიმ" გუნდს 20 ქულა შესძინა (ექვსი საჯარიმო და ერთი გარდასახვა).

ტულონელთა მგეზავმა ჯონი ვილკინსონმა კი ორი საჯარიმო მიითვალა. ქუბრიაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 58-ე წუთზე შეცვალეს, ჩილაჩავასა და მიქაუტაძეს არ უთამაშიათ. 

"ტულონს" სამი ქულით ჩამორჩება და მე-5 ადგილზეა ბექა შეყლაშვილის "აჟენი", რომელმაც შინ დავით ხინჩაგიშვილის, ვასილ კაკოვინისა და ირაკლი ნატრიაშვილის "ბრივს" უმასპინძლა და 15:9 მოუგო. 

აჟენელებმა, რომლებიც წლეულს მოულოდნელად კარგად ასპარეზობენ, ამ გამარჯვებით საპლეიოფო ექვსეულში გაიმყარეს ადგილი. "ბრივის" სატურნირო მდგომარეობა კი საგრძნობლად გაუარესდა. ჩვენებურთა ამ გუნდს ახლა 24 ქულა აქვს და მე-11 ადგილზეა.

ხინჩაგიშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 44-ე წუთზე კაკოვინმა შეცვალა, ნატრიაშვილი თამაშში 57-ე წუთიდან ჩაერთო, შეყლაშვილი განაცხადში არ იყო.

მამუკა გორგოძის, გიორგი ჟღენტის, მიხეილ ნარიაშვილისა და გოდერძი შველიძის "მონპელიემ" საკუთარ მოედანზე უშუალო კონკურენტი, პარიზული "მეტრო რასინგი" მიიღო და 29:14 მოუგო. 

მონპელიელებმა წინა ტურში შინ "ტულუზთან" მარცხის გამო სრულად შეძლეს რეაბილიტაცია და სატურნირო ცხრილის გაუმჯობესებაც. პარიზელები ჩვენებურთა გუნდს მხოლოდ სამი ქულით უსწრებენ, რაც სულაც არ არის რთულად აღმოსაფხვრელი ჩამორჩენა.

მონპელიელთა რიგებში კვლავ საუკეთესო ოყო მამუკა გორგოძე, რომელმაც თავიდან ბოლომდე ითამაშა. გუნდს დაუბრუნდა ლიდერი და კაპიტანი, მესამეხაზელი ფულენსე უოდრაოგო. ძირითად შემადგენლობაში იყო ჟღენტიც, რომელიც 57-ე წუთზე შეცვალეს, ნარიაშვილი მოედანზე 76-ე წუთიდან გამოჩნდა. შველიძე განაცხადში არ იყო.
XIV ტური
ტულუზი-ბაიონი 30:15, მონპელიე-მეტრო რასინგი 29:14, კასტრი-პერპინიანი 33:6, ბორდო-სტად ფრანსე 39:6, ლიონი-კლერმონი 6:6, აჟენი-ბრივი 15:9, ბიარიცი-ტულონი 25:6.
სატურნირო მდგომარეობა 1. ტულუზი - 51 ქულა, 2. კლერმონი - 46, 3. კასტრი - 40, 4. ტულონი - 39, 5. აჟენი - 36, 6. მეტრო რასინგი - 34, 7. სტად ფრანსე - 34, 8. მონპელიე - 31, 9. ბორდო - 26, 10. პერპინიანი - 25, 11. ბრივი - 24, 12. ბაიონი - 22, 13. ლიონი - 20, 14. ბიარიცი - 19. 
XV ტური
აჟენი-ბიარიცი, ბაიონი-ბორდო, სტად ფრანსე-კასტრი, ტულუზი-ლიონი, ბრივი-მონპელიე, პერპინიანი-მეტრო რასინგი, კლერმონი-ტულონი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ავტორი  :  ბესიკ ჯანგავაძე
http://sportall.ambebi.ge